ცნობილი ამერიკელი მომღერალი კელი როულენდი ქართული წარმოების ტანისამოსით გამოჩნდა. ის ამერიკულ გადაცემა "Access Hollywood Live"-ში იყო მიწვეული და სწორედ იქ ეცვა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის მიერ შექმნილი ლუქი.
ვარსვკლავს ეს ჩაცმულობაზე სტილისტმა KJmoody-მ შეურჩია.
ქეთი ჩხიკვაძემ თავის სახელობის ბრენდი 2003 წელს შექმნა და მას შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა ისევე როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ბრენდმა მონაწილეობა მიიღო Kerry Fashion Week-ში, რომელიც ირლანდიის ყველაზე პრესტიჟული მოდის კვირეულია.
აღსანიშნავია, რომ ბრენდი Graduate Fashion Week-ზეც იყო წარდგენილი, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო მოვლენაა მოდის სფეროში.
ქეთი ჩხიკვაცის მიერ შექმნილი კოლექციების შეძენა თბილისში და პარიზშია შესაძლებელი, ასევე ბრენდის ოფიციალურ საიტზე.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მომღერალი ქართული წარმოების ტანსაცმელს ირჩევს. მან სულ რამდენიმე თვის წინ ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას ტანისამოსი მოიხდინა.