გასულ კვირაში, 37 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი - კელი როულენდი ნიუ-იორკში Harper’s Bazaar-ის მიერ გამართულ წვეულებას ესტუმრა, რომელზეც უამრავმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი.

კელის გამოჩენა განსაკუთრებით სასიამოვნო ქართველი გულშემატკივრებისთვის მისი ლუქის გამო გახდა, ვინაიდან მან არჩევანი ცნობილი ქართველი დიზაინერის - გიორგი ქებურიას სამოსზე შეაჩერა.


სიახლე დიზაინერმა საკუთარ სოციალურ ქსელშიც განათავსა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცნობილი ქალბატონები ქართველი დიზაინერის სამოსს ირგებენ, მათ შორის ერთ-ერთია Lorde-ს სასცენო სახელის მქონე მომღერალიც, რომელმაც გამოსვლისთვის სწორედ ქებურიას სამოსზე შეაჩერა ყურადღება.

ვარსკვლავების მოწონება დაიმსახურა დიზაინერის სათვალეებმაც და აღნიშნული აქსესუარით ისეთი ცნობილი ქალბატონებიც ფიგურირებენ როგორიც ჯიჯი ჰადიდია.






