კაია გერბერი 16 წლის ასაკში წარმატებულად იპყრობს მსოფლიო მოდის კვირეულების პოდიუმებს და სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო კამპანიაშიც ეფექტურად გვევლინება. სინდი კროუფორდის ქალიშვილი ცნობილი ფრანგული მოდის სახლის "შანელის" მუზაა. 2017 წლის იანვარში, კაიამ პირველად მიიღო მაღალი მოდის კვირეულზე (Haute Couture) მონაწილეობა და სწორედ "შანელის" საოცარი კაბა მოირგო. ახლა კარლ ლაგერფელდმა ის სარეკლამო კამპანიაშიც გადაიღო.
კაია ფოტოსესიაში 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩანთების კოლექციას წარადგენს. შავ-თეთრ ფოტოებზე ის კოკო შანელის პარიზის აპარტამენტში პოზირებს. ფოტოების ავტორი თავად კარლია.