პარიზში მაღალი მოდის კვირეული გრძელდება. რიგით მეორე დღეს ყველაზე განხილვადი ჩვენება შედგა: Chanel-ის Couture-ის კოლექცია. ამჯერად, კარლ ლაგერფელდმა სტუმრები ფრანგული მოდის სახლის უზარმაზარ სასახლეში მოიწვია, რომელიც ელისეის მინდვრების მიმდებარედ მდებარეობს.
მოდის ჩვენების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენა 16 წლის კაია გერბერის გამოჩენა იყო. სინდი კორუფორდის ქალიშვილმა და კარლ ლაგერფელდის მუზამ Haute couture-ის ჩვენებაში მონაწილეობა პირველად მიიღო. კაია პოდიუმზე ზღაპრული იმიჯით წარსდგა: ღია ვარდისფერი კაბით და ნაზი თავსაბურავით. ვიზაჟისტებმა მის მაკიაჟში ტუჩები ფუქსია ტუჩსაცხით ხოლო ლოყები ვარდისფერი ჩრდილებით გამოკვეთეს.