ქეით მოსი და ჯიჯი ჰადიდი ერთ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს. მიზეზი ცნობილი ფეხსაცმლის ბრენდის Stuart Weitzman-ის სარეკლამო კამპანია გახდა, რომელშიც მონაწილეობა ორმა ქერა მოდელმა მიიღო.
დიზაინერის, სტიუარტ ვაიცმენის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოდას ასაკობრივი შეზღუდვები არ აქვს. სარეკლამო ვიდეორგოლში ქეით მოსი, რომლის კარიერის პიკიც 90-იან და 2000-იან წლებში იდგა, არაფრით ჩამოუვარდება ახალგაზრდა კოლეგას, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია.


.jpg)
ფოტოები ინსტაგრამიდან:



ჯიჯი Stuart Weitzman-თან აქტიურად თანამშრომლობს. გასულ წელს მათ საერთო კოლაბორაციის შედეგად ფეხსაცმელიც გამოუშვეს.





