ჯიჯი ჰადიდმა თავის საყვარელ ფეხსაცმლის ბრენდთან Stuart Weitzman-თან თანამშრომლობით კოლექცია უკვე მეორედ შექმნა. წინა წელს, სუპერმოდელმა და ლეგენდარულმა ბრენდმა კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შემოგვთავაზეს, ამჯერად კი არჩევანი დაბალძირიანზე გააკეთეს.
"მსურდა შემოდგომაზე ფეხის თითები თბილად ყოფილიყო. ფეხსაცმელებზე დატანილი თვალის სიმბოლო მომხმარებელს ნეგატიური ენერგიისგან იცავს."-განაცხადა უფროსმა ჰადიდმა.
დიზაინერული თანამშრომლობა საქველმოქმედო პროგრამას ხმარდება: გაყიდვებიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია Pencils of Promise-ს გადაეცემა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობს და ამჯერად განაში, გვატემალასა და ლაოში სკოლების აშენებას ახორციელებს.
"ფეხსაცმელების შექმნისას ამ სკოლების აშენება შთამაგონებდა. უპირატესობა ღია, ნათელ ფერებს მივანიჭეთ"-განაცხადა ჯიჯიმ.
წინა კოლექცია: