ლედი გაგა ლას-ვეგასში გამართულ ლაიონელ რიჩის კონცერტს ეწვია. 31 წლის ვარსკვლავმა საკუთარი იმიჯის ამსახველი ფოტოები ინსტაგრამზე გაგვიზიარა. აღსანიშნავია, რომ ლედი გაგას ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა. სამოსი ავთანდილის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა. კოლექციის ჩვენება 2017 წლის ნოემბერში, Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში შედგა.
ჟურნალი OK! ავთანდილ ცქვიტინიძეს დაუკავშირდა: "2017 წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული წელი გამოდგა. ჩემი ბრენდის სამოსი მსოფლიოს მასშტაბით 108 კონცეპტუალურ მაღაზიაში იყიდება. რაც შეეხება ვარსკვლავებს, ერთ-ერთი ონლაინ პორტალი ქართველ დიზაინერებს ძალიან ეხმარება: ისინი გზავნიან ჩვენს სამოსს ცნობილი ადამიანების წარმომადგენლებთან. ლედი გაგასთან ჩემი კოლექციიდან 6 კაბა იყო გაგზავნილი და ვარსკვლავმა მათგან წითელ ვარიანტზე შეაჩერა არჩევანი, თუმცა არაა გამორიცხული რომ სამომავლოდ სხვაც ჩაიცვას. ლედი გაგა პირველი არაა, ვინც წელს ჩემი სამოსი მოირგო. ოქტომბერში მომღერალი Mary J. Blige ერთ-ერთ ჟურნალში და შემდეგ გადაცემაში "ავთანდილის" ჯინსის სამოსით გამოჩნდა. ახლო მომავალში ჩემს სამოსს კიდევ ერთი საერთაშორისო დონის ვარსკვლავი მოირგებს. ინფორმაციას ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ."
Mary J. Blige: