პოპ-არტის წარმომადგენლის, ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარი
$110.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ნამუშევარი Untitled- რეკორდულ თანხად შეფასდა. ამ დრომდე მაქსიმალური თანხა, რომელიც ამერიკელი არტისტის ნამუშევრისთვის კოლექციონერმა გადაიხადა 100 მილიონ დოლარს შეადგენდა.
აუქციონის შემდეგ ნამუშევარი იასაკუ მაეზავას პერსონალურ კოლექციაში გადაინაცვლებს. იაპონელი ოლიგარქი თანამედროვე ხელოვნებით ინტერესდება და არაერთი უნიკალური ტილოს მფლობელია.
,,ბასკიას ნამუშევრები ყოველთვის მომწონდა. მისი ნახატები, წარმოსახვის უნარი, ფერები, სამყარო უნიკალური და გენიალურია“- ამბობს კერძო კოლექციონერი
შეგახსენებთ, რომ ბასკია ენდი უორჰოლის საუკეთესო მეგობარი და შემოქმედებითი სივრცის წევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის 28 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი ნახატების გაყიდვის შემდეგ არტისტების გაერთიანებამ საკმაოდ ბევრი იდეის დაფინანსება შეძლო. ეს სწორედ ის იდეებია, რომელმაც თანამედროვე მხატვრობაში ალტერნატიული გამოხატვის შესაძლებლობა შექმნა.