ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. ეს იდეები 90-იანი წლებიდან იღებს დასაბამს. საყვარელი ნივთების დავიწყება შეუძლებელია, ნამდვილი გამომგონებლები ყოველთვის ბავშვური გონებით უყურებენ სამყაროს. სწორედ ამიტომ, უნიკალური ნივთები თანამედროვე დროში ახალი სიცოცხლით გვიბრუნდებიან.
1. ,,ტამაგოჩი"
ვირტუალური შინაური ცხოველის პირველი თაობა 21 წლის წინ გამოჩნდა იაპონიის ქალაქებში. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ,,ტამაგოჩიმ" ხელმეორედ დაბადება ისევ სამშობლოში არჩია
1996 წლისგან განსხვავებით თანამედროვე ბავშვებზეა მორგებული და ახალი ფუნქციებით არის აღჭურვილი. ასევე მომხარებელს საშუალება აქვს დროებით გამოეთიშოს თამაშსს ისე, რომ თავიდან აიცილოს წარმოსახვითი ცხოველის ,,სიკვდილი".
ჯერ-ჯერობით ახალი თაობის ,,ტამაგოჩი" მხოლოდ იაპონიაში იყიდება, თუმცა ონლაინ მაღაზიების საშუალებით მათი შეძენა ძალიან მარტივია.
2.ფოტოაპარატი სწრაფი ბეჭდვის ფუნქციით
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში სულ რამდენიმე წამში შესაძლებელია ფოტოს ამობეჭდვა. მომენტალური გამჟღავნება მაინც ძალიან პოპულარულია. ღილაკზე თითის დაჭერიდან საბოლოო გამოსახულების მიღებამდე პროცესის დაკვირვება ისევ იწვევს ფოტომოყვარულების ინტერესს.
ახალი თაობის ფოტოაპარატები წინამორბედთან შედარებით მეტად კომპაქტური და პრაქტიკულია. ასევე მოსახერხებელია სელფის გადასაღებად.
3. Nokia 3310
,,დაუმარცხებელი“ ნოკია თანამედროვე დროში ბრუნდება. 2 მეგაპიქსელიანი კამერა და MP3 ფლეერი მეხსიერების ბარათთან ერთად ახალი მოდელის სრულ აღჭურვილობას ქმნის. შემქმენელები აცხადებენ, რომ ტელეფონის სიმბოლური ფასი, 49 ევროა. ეს იქნება ერთგვარი საჩუქარი მათთვის, ვისაც ძველი ტელეფონების მოდელების მიმართ ნოსტალგია აქვს.
4.ფერადი კალამი
ფერადი კალმები არნახულ ევოლუციას განიცდიან. თუ ადრე კომბინაცია 5–დან 8 ფერამდე იცვლებოდა. ახლა უკვე 16 მილიონამდე ფერის გამოყენება შეგვიძლია. უნიკალურ კალამს ნებისმიერი ფერის სკანირება შეუძლია.