როგორ იწყებდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავებიკარიერას?
ეს არის საუკეთესო ფილმების ხუთეული, რომელიც ბავშვებისთვის იქმნებოდა დისნეის და სხვადასხვა სტუდიებთან თანამშრომლობის წყალობით. ეს სია განსაკუთრების ძვირფასია მათთვის, ვინც 2000-იან წლებში სკოლის ასაკში იყო და კარგად ახსოვს შტატების კინოისტორიის ახალი ტალღის მუხტი.
1.The Princess Diaries, 2001
15 წლის მია სან-ფრანცისკოში დედასთან ერთად ცხოვრობს. თინეიჯერი გოგონას ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც აღმოაჩენს, რომ სამეფო ოჯახის შთამომავალია. 16 წლის ასაკიდან მომავალი პრინცესა ოფიციალურად ტახტის მემკვიდრეა. როგორ არჩევანს გააკეთებს ენ ჰეთევეის პერსონაჟი? დაუბრუნდება ისტორიულ სამშობლოს თუ დარჩება დედასთან ერთად და შტატებში გააგრძელებს სწავლას.
2. 13 Going on 30, 2004
ჯადოსნური მტვერი და გოგონა, რომელიც 17 წელს ერთ ღამეში გადაახტა. მთავარ როლს ფილმში ჯენიფერ გარნერი ასრულებს, რომელიც დიდების სამყაროში მოულოდნელად მოხვედრის შემდეგ ცდილობს მათი ცხოვრება ბავშვური გონების დახმარებით შეცვალოს.
3 .Bring It on, 2000
ფილმში განსახიერებული პერსონაჟი კრისტენ დანსტის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ როლად ითვლება. ფეხბურთის გუნდის საგულშემატკივრო გუნდის გოგოები სკოლის ნამდვილი ვარსკვლავები არიან. მათი მთავარი ამოცანა ნაციონალურ კონკურსზე გამარჯვებაა. საინტერესოა რამდენად მოახერხებენ გოგოები ჯილდოს მოპოვებას ?
4. Coyote Ugly, 2000
ვიოლეტა მომღერლობაზე ოცნებობს, მაგრამ ამისთვის გამბედაობა არასდროს ყოფნიდა. ნიუ-ორკში ჩასვლის შემდეგ მას უკან დასახევი გზა აღარ აქვს. გოგონა ცნობილ ბარში მიმტანად იწყებს მუშაობას. სწორედ აქ უნდა შედგეს მისი დებიუტი. ფილმი ერთ-ერთ საკულტო კინოსურათად ითვლება ამერიკული კომედიების ისტორიაში.
5.Mean Girls, 2004
,,საზიზღარი გოგოები" კინოგაქირავებაში 2004 წელს ჩაეშვა და ფაქტობრივად მთლიანად განაპირობა მსახიობების ბედი. ყოველი მათგანი ძალიან მოკლე დროში მოექცა მედიის ყურადღების ცენტში.
რეიჩელ მაკადამსი და ამანდა სეიფრედი კარიერის წარმატებულ სტარტს სწორედ ამ ფილმს უნდა უმადლოდენ. ხოლო რაც შეეხება ლინდსი ლოჰანს, ის გარკვეული პაუზის შემდეგ კინოეკრანებს სწორედ ამ პროექტის ფარგლეში დაუბრუნდა.