სიყვარული სუბიექტური და ინდივუდუალური განცდაა. ყველა წყვილი საკუთარ წესებს თავად აწესებს. ის, რაც ერთისთვის მისაღებია შეიძლება სრულიად გაუგებარი იყოს სხვებისთვის. დაშორება არასდროს არის დასასრული. ამის შემდეგ ყოველთვის რაღაც ახალი იწყება. მაგრამ არსებობს იდეალური შემთხვევები, როდესაც ახალი დასაწყისი ისევ ძველი სიყვარულია და წყვილი ახალი ძალებით ცდილობს დანაკლისის ანაზღარურებას.
როგორც სჩანს, მართალია როცა ამბობენ, რომ რეალური სიყვარული ნიშნავს შანსის მიცემას მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით ყველა რესურსი ამოწურულია.
ჯეისონ სტეტჰემი და როუზი ჰაინრინგტონ-უაიტლი
ჯეისონი და როუზი ერთმანეთს 2010 წელს შეხვდნენ, მუსიკალურ ფესტივალზე. ქიმია მათ შორის ძალიან მოკლე დროში გაჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავდა წარმატებული მსახიობის და სუპერმოდელის პირადი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალიც კი.
სამი წლის შემდეგ, წყვილი ოფიციალურად დაშორდა. როგორც სჩანს პირველი დაშორების მიზეზი ასაკობრივი სხვაობა აღმოჩნდა. შეგახსნებთ, რომ ჯეისონი თავის რჩეულზე 19 წლით დიდია. ცალ-ცალკე ცხოვრება ნახევარი წელი გაგრძელდა. 2016 წლის მიწურულს აღმოჩნდა, რომ როუზი საყვარელი მამაკაცისგან შვილს ელოდება. პატარა ყველაფერს ცვლის. ვარკვლავური წყვილის ურთერთობამ დაამტკიცა, რომ ისინი ახალი გამოწვევებისთვის მზად არიან.
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი
მაიკლის და კეტრინის თანაცხოვრება 17 წელს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლიანი განსხვავების გამო ეს ქორწინება სარფიან გარიგებას ჰგავდა, წყვილმა საპირისპოროს დამტკიცება შეძლო. მათი ოჯახური პრობლემები დასაბამს დუგლასის ყოფილ ცოლთან სასამართლო გარჩევებიდან იღებს და საბოლოო ჯამში მაიკლის მძიმე დაავადების დამარცხებით სრულდება. ამას ემატებოდა დუგლასის ვაჟის პროპლემები, მან რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კანონი. როგორც სჩანს, კეტრინზე მეტად დუგლასის არჩევანი ჰგავდა სარფიან გარიგებას.
2013 წელს წყვილმა ცალ-ცალეკ ცხოვრება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება დროებითი აღმოჩნდა და 2014 წლის დასაწყისში წყვილი ისევ ერთად გადავიდა საცხოვრებლად.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
გავრცელებული ინფორმაციით მეგობრული ურთიერთობა უილიმსა და ქეითს შორის 2002 წლიდან დაიწყო. პრესის ვარაუდით სამეფო ნიშნობას ხელს აღარაფერი უშლიდა, თუმცა 2007 წელს ქეითი და უილიამი ოფიციალურად დაშორდნენ. რამდენიმე თვიანი განშორების შემდეგ ურთიერთობა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და 2011 წელს ისტორიული ქორწილით დასრულდა. ამ დროისთვის წყვილს ორი შვილი ყავს.
მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი
მეგანი და ბრაიანის ტანდემი იდეალურ წყვილად არაერთხელ აღარეს. 11 წლიანი ურთიეორთობის შემდეგ წყვილმა განქორწინება გადაწვიტა. 2015 წელს მეგანმა ორსულობა ოფიციალურად დაადასტურა და ბავშვის მამა არც მეტი არც ნაკლები მისი ყოფილი ქმარი, ბრაიანი აღმოჩნდა. ახალი სიცოცხლე ახალ სისხლს უსხამს ურთიერთობებს და 2016 წელს წყვილი საბოლოოდ შერიგდა.
ჯასთინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი
ჯასტინმა და ჯესიკამ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს ,,ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვებაზე. წყვილი მალევე მოექცა პრესის ყურადღების ცენტრში. 2011 წელს ჭორების თანახმად წყვილი მსახიობი ოლივია მანის გამო დაშორდა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ 2012 წელს წყვილს ურთიერთობა საბოლოოდ დაეკანონებინა და 3 წლის შემდეგ პირველი საერთო შვილი ჰყოლოდა.