ხშირად ვარსკვლავების ცხოვრება ერთი შეხედვით იდეალურად გვჩვენება, მაგრამ როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება მდგომარეობა მთლიანად იცვლება. ეს ის ვარსკვლავები არიან, რომლებმაც დიაგნოზის დადასტურების შემდეგ კომფორტის ზონა დაივიწყეს და გადაწყვიტეს თავისი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალათ და ბოლომდე ებრძოლათ სიცოცხლისთვის.
შერონ სტოუნი
მსახიობი 90-იან წლებში ჰოლივუდის სექსსიმბოლოდ ითვლებოდა. სტოუნმა კლინიკური სიკვდილი საკუთარ თავზე გამოსცადა. მიზეზი ტვინის ანერვიზმის შეტევა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შემდეგ მსახიობს მეტყველების პრობლემა ჰქონდა. 5 წლის შემდეგ მაინც შეძლო კინოს დაბრუნებოდა და ფილმში ,,ძირითადი ინსტინქტები 2“ მთავარი როლი შეასრულა.
ამის შემდეგ შერონმა იმ ადამიანების დახამრება გადაწყვიტა, რომლებიც მის მსგავსად მძიმე დაავადებებს ებრძვიან. 2013 წელს მადლობის ნიშნად სტოუნს ნობელის პრემია გადასცეს.
ტონი ბრეკსტონი
მომღერლის ანგარიშზე 5 გრემი ირიცხება. წარმატებული კარიერის პარალელურად ტონი ,,წითელ მჭამელს" ებრძვის. დაავადება პირველ რიგში იმუნურ სისტემას აქვეითებს. მომღერალმა აქტიურად დაიწყო ფონდებთან თანამშრომლობა. ფსიქიოლოგიური თუ სამედიცინო კურსების პარალელურად ტონი კვლავ ახერხებს ახალი ჰიტების შექმნას.
კაილი მინოუგი
ავსტრალიელ მომღერალს და კომპოზიტორს 2005 წელს მკერდის კიბო დაუდგინდა. კაილიმ დაავადების დამარცხება შეძლო და ამის შემდეგ აქტიურად დაიწყო მსგავსი დიაგნოზის პაციენტების დახმარება. მისი დახმარებით მილიონობით ქალმა შეძლო სრულყოფილად გამოეკვლია საკუთარი მდგომარეობა და სწორად გაეგრძელებინა მკურნალობა.
ჰიუ ჯეკმანი
2013 წელს მსახიობს კანის კიბო დაუდგინდა. 6 ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსის პარალელურად მსახიობი ახალ შემოთავაზებებზე არასდროს ამბობდა უარს. როგორც სჩანს, სხვა მსახიობების მსგავსად ჯეკმანმაც ფონდებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ამ დრომდე მსახიობმა 27 ოპერაცია დააფინანსა.
ჯულია რობერტსი
მსახიობი ვერლგოფის დაავადებას ებრძვის, რაც იმას ნიშნავს რომ უმნიშვნელო ნაკაწრმაც კი შეიძლება სერიოზული სისხლდენა გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა რობერტსი აქტიურად აგრძელებს კარიერას და სამი შვილის დედაა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი unicef-is კეთილი ნების ელჩია.