სრულყოფილება ყოველთვის გულისხმობს მთლიან სივრცეს: იდეალური სიუჟეტი, მსახიობების შესრულება, კოსტიუმები, სპეცეფექტები და რა თქმა უნდა მთავარი, ორიგინალური მუსიკა, რომელიც ყველაფერს აბალანსებს.
1.Sherlock, 2010 (შერლოკი)
,,შერლოკის“ ქუდის სიმღერა პირველივე აკორდებიდან ადვილი გამოსაცნობია. კომპოზიციაზე ორი კომპოზიტორი, მაიკლ პრაისი და დევიდ არნოლდი მუშაობდა. ამ შემთხვევაში შემოქმედებითი ჯგუფისთვის ასევე მნიშველოვანი იყო შემსრულებელიც.
საბოლოოდ არჩევანი მევიოლინე, ეოს ჩატერზე შეჩერდა. ყველა სოლო პარტია სწორედ მას ეკუთვნის. გარდა ამისა, შემქმნელებმა სერიალის უნიკალურ სერიებს არაერთი კლასიკური მუსიკა მოარგეს.
2.True Detective, 2014 (ნამდვილი დეტექტივი)
სერიალში მოქმედება შტატებში ვითარდება. პირველ სეზონში ძირითადად აქცენტი ბლიუზზე გაკეთდა. მუსიკა ძირითადად დაძაბულ მომენტების დროს ისმის. კომპოზიცია, რომელიც სპეციალურად სერიალისთვის შეიქმნა ჯგუფ Handsome Family-ის ეკუთვნის. Far From Any Road 2014 წლის ნამდვილ ჰიტად იქცა
3.Twin Peaks, 1990–1991
დევიდ ლინჩის მაგიური სამყარო წარმოუდგენელია უნიკალური მუსიკის გარეშე. უცნარია მაგრამ ფაქტია, რომ მუსიკა სიუჟეტთან სინქრონში იქმნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ კომპოზიტორი ანგელო ბადალამენტი ფილმის თანაავტორია.
ანგელო შეეცადა სცენარის მიუხედავად ატმოსფერო მუსიკის დახმარებით რეალური ყოფილიყო. მთავარი კომპოზიციას, Falling ამერიკელი მომღერალი, ჯული კრუზი ასრულებს, ხოლო ტექსტის ავტორი თავად ლინჩია
4.Friends, 1994–2004 (მეგობრები)
ლეგენდარული სერიალის, ,,მეგობრების" საუნდტრეკი შეუცვლელი აღმოჩნდა 10 წლის განმავლობაში.
ჯგუფმა Rembrandts სიმღერა I’ll Be There for You მილიონობით ტელემაყურებელს შეაყვარა. ენერგიული, მელოდიური და ნაცნობი რითმი ყოველთვის ახერხებს სერიალის მოყვარულები კარგ ხასიათზე დააყენოს და ნაცნობი, სახალისო მომენტები გაახსენოს.
სიმღერა ერიკ კლეპტონის, ლუ რიდას და ბობ დილანის სიმღერების მოტივებზეა შექმნილი. დიდი ალბათობით სწორედ ამ ფაქტს უნდა უმადლოდეს ჯგუფი ასეთ დიდი პოპულარობას.
5.House, M.D., 2004–2012 (ექიმი ჰაუსი)
სერიალში მუსიკალური ხაზი ერთ კომპოზიციაზე Teardrops-ზეა აგებული. საკამათოა რამდენად განაპირობა სიმღერის პოპულარობა ჯგუფ Massive Attack-ის ფაქტორმა. მაგრამ ეს მხოლოდ აიზბერგის ერთი მხარეა.
სერიალის შემქმნელებმა Rolling Stones-ის, ჯო კოკერის და რეი ჩალზის ჰიტებიც გამოიყენეს, რომლებიც იდეალურ ტანდემს ქმნიან სერიალის სიუჟეტთან.
რთული სათქმელია რამდენად უყვარდება ჰაუსის მაყურებელს სამედიცინო სფერო, თუმცა კარგი მუსიკის დაგემოვნება სერიალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია.