როგორც აღმოჩნდა წარმატებას პოპულარობის და ფინანსური უზრულველყობის გარდა, ახალი ნათესავების აღმოჩენაც შეუძლია.
1.ნიკოლას კეიჟი და სოფია კოპოლა
ნიკოლას კეიჯის ნამდვილი სახელი და გვარი შემდეგნაირად ჟღერს- ნიკოლას კიმ კოპოლა.
კოპოლების ოჯახი სულ 10 წარმატებულ ადამიანს ითვლის, რომელმაც კინომატოგრაფიაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ნიკოლასმა გვარის შეცვლა ადრეულ ასაკში გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი ძალინა მარტივი იყო . კეიჯს სურდა წარმატებისთვის ოჯახის დახმარების გარეშე მიეღწია.
თუმცა ამერიკულ პრესას არაფერი ეპარება და მათ შორის არც იმ ფაქტის გამოაშკარავებას მოერიდა, რომ სოფია ნიკოლასის ნახევარდაა.
2.გაი რიჩი და ქეით მიდლტონი
სამეფო ქორწილს გაი რიჩი სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი მიდლტონის საკმაოდ შორეული ნათესავია, ამას ხელი არ შეუძლია რიჩის განსაკუთრებული სტუმრების სიაში მოხვედრისთვის.
როგორც გაირკვა მათ წინაპრებს, დევიდს და სარას, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყიში ცხოვრობდნენ, ერთმანეთი შუყვარდათ. სწორედ აქედან განვითარდა რამდენიმე ოჯახის ისტორია. მათ შთამომავლებს კი დღეს ქეითი და რიჩი წარმოადგენენ.
3.ანჯელინა ჯოლი და ჰილარი კლინტონი
ვინ წარმოიდგენდა, რომ მეამბოხე ჯოლის ნათესაური კავშირი ერთ-ერთ ყველაზე აკადემიურ და სტაჟიან პოლიტიკოსთან, ჰილარი კლინტონთან ექნებოდა.
ჯან კუსონი ანჯელინას და ჰილარის საერთო ნათესავია. სწორედ მისი წყალობით მსახიობი და პოლიტიკოსი ერთმანეთისთვის მერვე თაობის ბიძაშვილები გამოდიან.
4.პრინც ჩარლზი და რეიფ ფაინზი
როგორც სჩანს, ჰოლივუდის ვარკვლავს სამეფო სისხლი აქვს. პრინცი ჩარლზი და რეიფი მერვე თაობის ბიძაშვილები არიან.
5.ჯასტინ ბიბერი და რაიან გოსლინგი
მიუხედავად იმისა, რომ ბიბერმა კარიერის დასაწყისში საკუთარი პიარ კამპანია იმ იდეით შემოგვთავაზა, რომ ის სრულიად მოულოდნელად მოხვდა შოუბიზნესში, წლებთან ერთად გაირკვა, რომ ჰოლივუდში მას მეთერთმეტე თაობის ძმა ჰყავს და ის არც მეტი არც ნაკლები რაიან გოსლინგია.