მოგზაურობა საინტერესო თავგადასავალია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გვერდით შესაფერისი მეგზური გყავთ. მნიშვნელოვანია, თუ ვისთან ერთად გავიზიარებთ მოგზაურობის იმ ძვირფას დღეებს, რომელსაც მოგვიანებით, სიამოვნებით გავიხსენებთ.
არის თუ არა მოგზაურობისას ის თქვენთვის კარგი კომპანიონი? ასტროლოგების აზრით, ეს თქვენს ზოდიაქოსთან კავშირშია.
ვერძი კარგად ეწყობა მშვილდოსანსა და ტყუპებს
ვერძი და მშვილდოსანი იდეალური თანამგზავრები არიან, ორივე ცეცხლის ნიშანია, რაც მათ ენთუზიაზმსა და სპონტანურობაზე მიანიშნებს.
ვერძი წამყვანი ძალაა, მშვილდოსანი კი მას კარგად ერგება, რაც ნიშნავს იმას,რომ მშვილდოსნისთვის მარტივია ადვილად დათმოს და ვერძის არჩევანს (თუ საით წავიდნენ, რა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ) დაეთანხმება.
თუ ვერძი ხართ და მშვილდოსანი მეგობარი არ გყავთ, იმოგზაურეთ ტყუპებთან ერთად, რომელიც ასევე, შესანიშნავ მეგზურობას გაგიწევთ, მათთან ერთად ყოველთვის კომფორტულია. ორივეს გიყვართ საინტერესო თავგადასავლები და სპონტანურობა.
კურო და კირჩხიბი
კუროებს უყვართ კომფორტის ზონა, ფუფუნება, კარგი კვება, რაშიც თანხვედრას ის კირჩხიბთან პოულობს.
კურო და სასწორიც კარგი ვარიანტია, რადგან საერთო ენერგია ამოძრავებთ, მათ უყვართ წარსული მოგონებების გახსენებაც.
ტყუპები და მერწყული
ორივე ინტელექტუალი ნიშანია. ტყუპები კარგად ეწყობიან მერწყულს, რადგან მერწყული ყოველთვის სავსეა იდეებით და საერთო ინტერესიც ასეთია: მათ უყვართ ახლის შესწავლა და საინტერესო აქტივობები.
ტყუპები და ვერძი ასევე კარგი წყვილია, ისინი სპონტანურობით ტკბებიან.
კირჩხიბი და კურო
კირჩხიბი კარგად უგებს კუროს, რადგან ორივეს უყვარს სიმდიდრე, თუმცა ამავდროულად მარტივი მოდა, უბრალო ტანსაცმლით, მათ არ უყვართ სისწრაფე და ტკბებიან წუთებით.
კირჩხიბი და სასწორი დასვენების დღეებს კარგად გაატარებდნენ, რადგან აინტერესებთ სხვადასხვა კულტურა. სასწორს არ უყვარს დისჰარმონია და ამით კირჩხიბს აბალანსებს.
კირჩხიბი საკმაოდ ცვალებადი ხასიათისაა, სასწორი კი ამაზე თვალს ხუჭავს და შეხმატკბილებულ მეგზურებს წარმოადგენენ.
ლომი და სასწორი
ლომისთვის საუკეთესო კომპანიონი მოგზაურობისას სასწორია. ლომს იტაცებს მდიდრული და აქტუალური წერტილები, აქტიური გართობა, სასწორი კი ძალიან კარგი ორგანიზატორია.
მათ უყვართ საინტერესო ცხოვრება და კარგი გართობა.
ქალწული და თხის რქა ორივე ძალიან ორგანიზებულია
ქალწული და თხის რქა მოგზაურობისას კარგ დუეტს ქმნის, რადგანაც ყველაფრის ორგანიზება და დაგეგმვა უყვართ. არიან პუნქტუალურები და ყველაფერს ამოწმებენ. ისინი ერთმანეთს ვერ გააბრაზებენ, რადგანაც დღის ყოველ მომენტს დაუვიწყარს ხდიან. ყოველთვის დროულად მივლენ აეროპორტსა თუ სადგურზე.
ასევე ამბობენ, რომ ოგზაურობისას ქალწულს და ტყუპებსაც უმართლებთ ერთდ, რადგანაც იამოვნებას ბევრი საერთო აქტივობებისგან იღებენ.
ორი სასწორი ერთმანეთს იდეალურად ეწყობა
სასწორები საუკეთესო მოგზაური წყვილია, რადგან ახალი კულტურის აღმოჩენა ორივეს უყვარს. ისინი ცნობისმოყვარეები და ინიციატორები არიან. როდესაც სასწორი და სასწორი ერთად მოგზაურობს, მათ მეტი აღარავინ სჭირდებათ. ეს მოგზაური პარტნიორები საკმაოდ შეთავსებადები არიან.
სასწორი ტყუპებსაც კარგად ეწყობა, რადგან ორივეს უყვარს ხელოვნება და სილამაზე.
მორიელს და თევზებს საერთო ინტერესები აქვთ
მათ ბევრი რამის სიყვარული აერთიანებთ, ამას ისიც განაპირობებს, რომ ორივე წყლის ნიშანია. ამ წყვილში მორიელი შესაძლოა მეტად დომინანტი იყოს, მაგრამ თევზები დამყოლია და ყველაფერი თავის ადგილს იკავებს. მათ შორის კონფლიქტის წარმოშობის რისკი ძალიან დაბალია.
მორიელი სხვა მორიელთანაც სასიამოვნო მოგზაურობას შეძლებს, რადგანაც ერთად ყველაფერს მიაღწევენ.
მშვილდოსანი და ვერძი სპონტანურები არიან
მშვილდოსანს მოგზაურობა ძალიან უყვარს. ისინი ვერძთან სასიამოვნო დროს გაატარებენ. მშვილდოსანი უშფოთველად შეასრულებს ყველაფერს, რაც ვერძს სურს და მიმართულების შეცვლასაც მარტივად აიტანს.
მშვილდოსანი ტყუპებთანაც მონახავს საერთო ენას. მათ სპონტანურობა ახასიათებთ და ყველაფრის გამოცდა სურთ.
თხის რქა და ქალწული გეგმას იდეალურად დაიცავენ
ორი ყველაზე მეტად ორგანიზებული ნიშანი მარტივად და სასიამოვნოდ იმოგზაურებს ერთად. თუ ქალწული ისეთ ადამიანთან მოგზაურობს, რომელიც გეგმას არ იცავს, გაგიჟდება, ამიტომაც თხის რქა მისი იდეალური მეწყვილეა.
თხის რქას ასევე თევზებიც ეწყობა. თევზებს თხისრქის ენერგია ხიბლავს. თხის რქა თავისებურად ოდნავ სერიოზულია და თევზები ეხმარება საქმეს ცოტახანს მოწყდეს.
მერწყული და სასწორი იდეალური მეწყვილეები არიან
ისინი ერთად კარგად არიან, რადგანაც ორივე ჰაერის ნიშანია. სასწორს შეუძლია მერწყული კომფორტის ზონიდან სასიამოვნოდ გამოიყვანოს. მერწყულს სწავლა სწყურია და გონებაგახსნილია, სასწორი კი სოციალურ კონტაქტებს ამყარებს. ის მერწყულსაც უფრო სოციალურს გახდის და მათი მოგზაურობა დაუვიწყარი გახდება.
თევზებს და კუროს კარგი დროის ტარება შეუძლიათ
ისინი საუკეთესო მეწყვილეები არიან, რადგანაც ორივე რომანტიკოსია და საერთო გემოვნება აქვთ. თევზები და კურო ძალიან ჰარმონიულია ერთმანეთთან. ჯიუტი და დამყოლი ნიშნების შეწრყმა საინტერესო მიქს ქმნის.