უმსხვილესმა საერთაშორისო სამოგზაურო მედია პლატფორმამ Lonely Planet საქართველო 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში შეიყვანა.
პლატფორმა ყოველწლიურად აქვეყნებს მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს, სადაც 2018 წლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად საქართველო დასახელდა.
ინფორმაცია გავრცელდა Lonely Planet-ის ყველა მედია საშუალებით.
მთავარი კრიტერიუმი ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულოა.
Lonely Planet საქართველოზე წერს, რომ ეს არის მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამავდროულად უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულსა და ტრადიციებს.
„საქართველო ღვინისა და უძველესი კერძების ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ მომავლისკენ იყურება. მისი უძველესი ისტორია და კულტურა არა მხოლოდ წარსულია, არამედ აწმყო. ქართული ღვინო იმდენად საამაყოა ამ ქვეყნისთვის, რომ ხშირად მესაზღვრეები აეროპორტში წითელი ღვინით ხვდებიან ჩამოსულ სტუმრებს“, - წერს Lonely Planet.
Lonely Planet წარმოადგენს საერთაშორისო უმსხვილეს სამოგზაურო მედია პლატფორმას. იგი მოიცავს, საერთაშორისო გზამკვლევების სერიას, წიგნებს და ონლაინ პლატფორმებს.
შერჩეული ქვეყნების ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
10. ჩილე
9. სამხრეთ კორეა
8. პორტუგალია
7. ჯიბუტი
6. ახალი ზელანდია
5.მალტა
4.საქართველო
3. მავრიკის რესპუბლიკა
2. ჩინეთი
1.სამხრეთ აფრიკა