ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელი, საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვა.
ელექტრონული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა. 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 16% საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა.
Björk-ის მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან.
თბილისში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი, ისტორიის მანძილზე პირველად შეიძინეს მადაგასკარსა და მავრიტანიაში.
ისლანდიელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველთა მონაცემები, ქვეყნების მიხედვით ასეთია: