სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ძველი ქალაქის ცენტრში შოთა რუსთაველის სახელობის უძველესი ქუჩა აღადგინეს, რომელიც წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო.
შოთა რუსთაველის ქუჩის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე, ქუჩებში ქართულ ცეკვას „კინტოურს“ ცეკვავდნენ, ბევრი ეროვნულ ტანსაცმელში, ჩოხაში იყო გამოწყობილი,სტუმრებს ქალაქის ქუჩებში გასეირნობის საშუალებაც ჰქონდათ.
გიუმრიში თითოეული ქვა მეფეების ეპოქის დროისაა და ადგილობრივი მცხოვრებლები ამ ადგილს „ღია ცის ქვეშ მუზეუმს“ უწოდებენ.
ისტორიული რაიონი დაცულ ტერიტორიაზე (რომელიც 1000 ჰა-ზე მეტია) 1600-ზე მეტი ძეგლს აერთიანებს.
რუსთაველის ქუჩიდან ჯერ კიდევ ბევრი წლის წინათ გაიტანეს ძველისძველი ქვაფენილი, რომლითაც ის იყო მოკირწყლული.ახლა აქ გრანიტი დააგეს, გრძელი სკამები დადგეს, ყვავილებით მორთეს და გაანათეს.
„ქუჩა ძალიან ნათელი და კოლორიტული გახდა“, – თქვა გახსნის ცერემოანიაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა.