საუკეთესო აეროპორტების დიდი ნაწილი აზიასა და შუა აღმოსავლეთში მდებარეობს, სადაც ავიარეისზე შესაძლოა აეროპორტის ინტერიერის თვალიერებით გართულს დაგაგვიანდეთ. აქ დახურულ სივრცეში შადრევნები და ძვირფასი რესტორნებია განთავსებული.
10.
TOKYO HANEDA (HND)
ბოლო წლის მანძილზე აეროპორტის მგზავრებმა ის შეაფასეს, როგორც ძალიან სუფთა და ეფექტური სივრცე, ბიზნეს კლასის მგზავრები ამბობენ, რომ საშხაპე და ბარგის შესანახი ადგილი კარგი მიგნებაა.
9.
MUMBAI (BOM)
ეს ინდოეთის მეორე ყველაზე გადატვირთული აეროპორტია და ფასდება როგორც სივრცული და ღია დიზაინის მქონე აეროპორტი, სადაც ძლიერი მხარე საკვები და შოპინგისთვის მაღაზიებია.
8.
HELSINKI (HEL)
შედარებით მცირე ზომის მიუხედავად აეროპორტი ყოველწლიურად 17 მილიონ მგზავრს ემსახურება და მათ პრემიუმ ლაუნჯებსა და სპას სთავაზობს.
7.
ZURICH (ZRH)
ეს შვეიცარიის ყველაზე დიდი აეროპორტია, სადაც კომფორტული ლაუნჯი და ვისკის ბარები დაგხვდებათ. აქ 80 მაღაზია ერთიანდება და ადგილზე სურსათის მაღაზიებსაც კი შეხვდებით.
6.
BILLY BISHOP TORONTO CITY (YTZ)
აეროპორტი ტორონტოს კუნძულებზე მდებარეობს, რომელიც ქალაქიდან ძალიან ახლო გზაზეა და მარტივი მისასვლელია. ახასიათებენ,როგორც ძალიან მყუდრო და კომფორტულ აეროპორტს.
5.
HAMAD INTERNATIONAL AIRPORT (DOH)
ბუნებრივია, რომ ფრენებს შორის ყველა აეროპორტში ე.წ squash–ს ვერ ითამაშებთ, თუმცა აქ ამას მოახერხებთ. აეროპორტი ძალიან ჰგავს სასტუმროს, რადგან აქ კომფორტისთვის ყველაფერია, საცურაო აუზიც კი.
4.
HONG KONG INTERNATIONAL (HKG)
ის ქალაქის ცენტრიდან 25 წუთის სავალ გზაზეა. მგზავრებს აქ პრემიუმ კლასის ლაუნჯი, საძილე ოთახები და კინოთეატრი მოსწონთ.
3.
DUBAI INTERNATIONAL (DXB)
აქ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი duty-free ცენტრია.
2.
SEOUL-INCHEON (ICN)
აეროპორტი 16 წლის წინ გაიხსნა და მას შემდეგ , სახელგანთქმულია მისი სივრცული VIP ლაუნჯები, აქვეა: სკეიტბორდის მოედანი, სპა, რესტორანი ადგილობრივი სამზარეულოს კერძებითა და საცეკვაო წარმოდგენებით.
1.
SINGAPORE CHANGI (SIN)
აქ არც მეტი და არც ნაკლები– ინტერიერის ჩანჩქერსა და ბაღს შეხვდებით, აქვეა მრავალფეროვანი რესტორნების ქსელი. საცურაო აუზი და კინოთეატრი.