ადგილები, სადაც წარმატებულმა რეჟისორებმა მათი ცნობილი ფილმების გადაღება გადაწყვიტეს, სამოგზაუროდ ტურისტებისთვის შესანიშნავი ატრაქციაა.
MARTIAN – ვადი რამის უდაბნო
მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერი მეთ დეიმონის მონაწილეობით, რომელიც მარსზე სრულიად მარტო მყოფი გადარჩენას ცდილობს, ვადი რუმის უდაბნოში გადაიღეს (იორდანია) , ეს ადგილი ჩანს ფილმებში "Star Wars" , "Prometheus"და "Transformers".
LOST– მოკულეიას სანაპირო
ერთ–ერთი პირველი სერიალი თანამედროვე ,,სერიალების ბუმიდან“ –ეს LOST–ია. მას შემდეგ რაც თვითმფრინავის მგზავრებმა ავიაკატასტროფა განიცადეს, ოკეანის სანაპიროზე აღმოაჩნდებიან, რომელიც რეალურად ჰავაია. ულამაზესი ადგილი კიდევ 2 ფილმში ჩანს : "Pearl Harbor" და "Jurassic Park".
"YOUTH" - ლააქსი
რეჟისორმა პაოლო სორენტინომ იტალიური კომედიური დრამის გადასაღებ ადგილად ლააქსი, შვეიცარიის ალპები აირჩია, სწორედ აქ, მთავარი გმირი ელიზაბეტ II-სგან მოსაწვევს იღებს, პრინცი ფილიპის დაბადების დღეზე ორკესტრს დირიჟორობა გაუწიოს.
"Revenant" - ბანფის ნაციონალური პარკი
პარკი კანადაშია, სადაც ფილმის ბევრი ეპიზოდი გადაიღეს. სწორედ ფილმმა Revenant ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარი მოუტანა.
TALENTED MR. RIPLEY– პოსიტანო
ჯუდ ლოუ, მეთ დეიმონი და გვინეტ პელტროუ ამ ფილმში რომთან ახლოს,პოსიტანოში შეიკრიბნენ.