იმედი, შიში, აღელვება–მოგზაურობა პირველ ჯერზე განსაკუთრებულ ემოციურ ტალღას უკავშირდება. არ იცი რა გელის, თუმცა გამოცდილ მოგზაურებს ჩვენთვის რამდენიმე საინტერესო რჩევა აქვთ.
არ შეგეშინდეს
შენ პირველი არ ხარ ვინც უცხო მხარეს სტუმრობს, შენ ხომ არც ახალი კონტინენტი უნდა აღმოაჩინო, და არც ტერიტორიის კვლევა გევალება, უბრალოდ უნდა დატკბე ახალი თავგადასავლით.
ყოველთვის შეგხვდება ის ხალხი, ვინც გზის გაკვალვაში დაგეხმარება.
ნუ ,,იცხოვრებთ“ გზამკვლევით
გზამკვლევი კარგ გიდობას სწევს, თუმცა მხოლოდ მისი გამოყენებით, შენ ვერ შეძლებთ ესტუმრო ყველაზე ახალ და შესანიშნავ ადგილებს, ბარებსა და რესტორნებს, რადგან ის შესაძლოა უკვე მოძველებული ვერსიაა. უმჯობესია, დაეკონტაქტო ადგილობრივებს და ისინი ყველაზე ტრენდულ და უახლეს ადგილებს გაგაცნობენ.
არ იჩქაროთ!
შეზღუდულ დროში ჩვენ ყოველთვის ბევრი სანახაობის სტუმრობას ვცდილობთ.საბოლოოდ კი ხელში მხოლოდ ფოტოები, სტრესი და ზედაპირული ემოციები გვრჩება, რეალურად კი ჩვენ მასპინძელ მხარეს ვერ ვეცნობით.
არ აჩქარდე, გამოიყენე დრო იმისთვის, რომ რელაქსაციაც შეძლო- მაგალითად პარკში, ან კაფეში და უცხო საზოგადოებას დააკვირდე, ისიამოვნე ყოველი წამით, რომელიც კულტურის შემეცნების საშუალებას მოგცემს.
ჩაინიშნე საკონტაქტო ინფორმაცია
გზად ბევრ ახალ ნაცნობს შეიძენ, ბევრთან დამეგობრებასაც მოასწრებ და ზოგიერთი მათგანი სამუდამოდ დარჩება შენს ცხოვრებაში. ხდება ისეც, რომ მათი არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია არ რჩება, ამას კი ცხოვრების მანძილზე ნანობ, მუდამ გაინტერესებს, როგორ ცხოვრობს ის წყვილი, რომელთანაც პარკში მშვენიერი საუბარი შედგა. Facebook და e-mail კი ყველაფერს აგვარებს, შენ სამუდამოდ დარჩები ხაზზე. არ მისცე საშუალება გარემოებას, რომ ახალი მეგობრები მხოლოდ მოგონებებად დარჩნენ.
თავისუფალი დრო
როცა დღე მთლიანად დაგეგმილია, ეს დიდ სტრესს უკავშირდება. შენ ჩქარობ და ბევრს გეგმავ, ადგილი კი ლაღი დროსტარებისთვის აღარ რჩება.
მიეცი თავს თავისუფალი დროის ქონის უფლება და მიყევი დინებას, დაგეგმე მხოლოდ ერთი ან ორი აუცილებელი რამ, დანარჩენი კი მიანდე ბედს, ასე თავადაც სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. ცხოვრება ხომ თავგადასავალია.
გაუთვალისწინებელი ხარჯები
მოგზაურება არც ისეთი ძვირი სიამოვნებაა, როგორც ეს ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია, აზიაში სამოგზაუროდ დღიურად 15$-იც კმარა, ევროპაში კი 40$, მაგრამ როგორც ცნობილია გაუთვალისწინებელი ხარჯები ყოველთვის არსებობს.
რაც არ უნდა კარგად დაგეგმოთ ბიუჯეტი, რამდენიმე ათეული დოლარით ზედმეტი თანხა ყოველთვის გქონდეთ გადანახული.
მოგზაურობა არ არის აუცილებლობა
თუ უბრალოდ არ გიყვარს მოგზაურობა და ეს შენთვის დროის კარგად გატარების საშუალებას არ წარმოადგენს, უბრალოდ შეჩერდი. გაატარე რამდენიმე დღე შენთვის ყველაზე საინტერესო ქალაქში და თუ მაინც არ ხარ კმაყოფილი, არაფერია სამარცხვინო იმაში თუ საკუთარ გადაწყვეტილებაში არ მოიმწყვდევ თავს და მშობლიურ მხარეს მალე დაუბრუნდები.
შენ არ ხარ მარტო
სადაც არ უნდა წახვიდე, ყოველთვის იპოვი მოგზაურთა იმ გუნდს, ვისთან დაახლოებასაც შეძლებ. ისინი რჩევებით დაგეხმარებიან, სწორ მიმართულებებს გიჩვენებენ და მენტორობას გაგიწევენ. .
ასე რომ , ღრმად ჩაისუნთქე და ისიამოვნე!