წყვილისთვის მოგზაურობა ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო თავგადასავალია. მნიშვნელობა არ აქვს, უძველესი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას გეგმავთ, კლუბურ, აქტიურ დასვენებას,თუ ყველაფრისგან მოშორებით მშვიდ სანაპიროზე დასვენებას, ნებისმიერ შემთხვევაში მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ სანახავია.
ბუენოს აირესი, არგენტინა
ცნობილია,როგორც ,,სამხრეთული პარიზი“. აუცილებლად სანახავია: Teatro Colon opera
მალბეკში ბევრი ღვინის კაფეა, სადაც ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ, შემდეგ კი მეწყვილესთან ერთად, ლა ბოკას ქუჩებში ტანგოსაც იცეკვებთ.
ისლანდია
ადგილი,რომელიც წარმოუდგენელი სილამაზის პეიზაჟებითა და თბილი წყლებით გაგაოცებთ.
რეიკიავიკის ქუჩებში სეირნობა, ,,ცისფერ ლაგუნაში“ ბანაობა და ჩანჩქერების სტუმრობა ისლანდიაში დაუვიწყარი დასვენების გარანტია.
პორტუგალია
აქ კერძები უნიკალურია! თანაც ხელმისაწვომი ღირებულების.
Kopkehouse-ში რჩეული შოკოლადის დაგემოვნებას შეძლებთ , Cooking Lisbon–თან ერთად კი თქვენ და თქვენი მეწყვილე კულინარიის მოკლე კურსსაც გაივლით.
კართაგენი, კოლუმბია
აქ ტროპიკული კლიმატი და კარიბიული სალსა ერთმანეთს ერწყმის და წყვილის ურთიერთობას რომანტიკით ავსებს.
კართაგენში შეძლებთ როსარიოს კუნძულებს დაქირავებული ნავით ესტუმროთ, ან სულაც ქუჩებში ეტლით ისეირნოთ.
სამხრეთი კუნძული, ახალი ზელანდია
აქ ცხოვრების სამახსოვრო თავგადასავალი შეგიძლიათ შექმნათ– ტრანსპორტით მინი–ტურის მოწყობა და მზის სხივებით მიღებული რელაქსაცია ბუნებაში.
სამხრეთ კუნძულზე შვეულმფრენით მთების შემოფრენა და ციგით სრიალი გართობის შესანიშნავი საშუალებაა.