გოგონები საკუთარ ქორწილზე ბავშობიდან ოცნებობენ და ასაკთან და ინტერესების ცვლასთან ერთად, იდეებს ავითარებენ კიდეც. ხშირად ქორწილის ორგანიზატორად საკუთარ უახლოეს მეგობარს ირჩევენ, რადგანაც ის იცნობს მას იმდენად, რომ მისი საოცნებო ქორწილის ცერემონია უზრუნველყოს. ქორწილის ტიპს ზოდიაქოს ნიშანიც განსაზღვრავს.
#1 ვერძი
ვერძები ამ დღით ძალიან აღელვებულები არიან და სურთ სტუმრებს გამოაცდევინონ ის, რაც აქამდე არ უცდიათ.
#2 კურო
კარგი საკვები და ღვინო თქვენი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი ღია ცის ქვეშ მოგწონთ, საქმეს პრაქტიკულად უდგებით, ამინდს ითვალისწინებთ და გადახურვასაც შესაფერის აკეთებთ.
#3 ტყუპები
ტყუპები დღესასწაულს აწყობს. მოგწონთ დიდი ქორწილები, რომლებიც ჩაკეტილ სივრცეში არაა და საყვარელი ბენდი ან დიჯეი აფორმებს. უნდა იყოს საცეკვაო მოედანი და ფოტოს გადასაღები ჯიხური.
#4 კირჩხიბი
კირჩხიბი სენტიმენტალურია და ქორწილი ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრების გარემოცვაში სურს. თქვენს ქორწილში რომანტიკული ატმოსფერო აუცილებლად სუფევს.
#5 ლომი
ლომს ძველი ჰოლივუდის გლამური უხდება. ფართო სტუმრების სია და იდეალურად შერჩეული მენიუ - პატარძალი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს.
#6 ქალწული
თანამედროვე და ელეგანტური ღონისძიება. ქალწულს მასშტაბური ქორწილის მოთხოვნილება არ აქვს. მარტივი და შესანიშნავი ურჩევნია.
#7 სასწორი
ქორწილი ზღაპრული რომანია, თუ საქმე სასწორს ეხება.
#8 მორიელი
მაცდური დეტალები, მდიდრული ფერები, მზის ჩასვლის ხედი...
#9 მშვილდოსანი
თავგადასავლების მოყვარულ მშვილდოსანს მდიდრული ფერები და ბოჰემური დეტალები უყვარს: მყუდრო ბარი, დიჯეი და მაქსიმალური კომფორტი... რა თქმა უნდა ღია ცის ქვეშ.
#10 თხის რქა
თხის რქას ტრადიციული ქორწილები უყვარს ვინტაჟური დეტალებით და ელეგანტური ელფერით. საუკეთესო არჩევანი კლასიკური სასტუმრო ან ღვინის ღია მარანი.
#11 მერწყული
თავისუფალი მერწყული ტრადიციულ ჩარჩოებს ამ სტილის ქორწილშიც კი თავიდან იცილებს. მთავარია ქორწილი უნიკალური იყოს და სულ არაა აუცილებელი პატარძალს თეთრი კაბა ეცვას.
#12 თევზები
რომანტიკული პატარძალი ქორწილს ფილმს დაამსგავსებს.