OK! უდაბნოსკენ ვარსკვლავებისთვის, მზეზე ნებივრობისთვის და სათხილამურო ფერდობებისთვის მიემართება
ზაფხულობით დუბაიში ტემპერატურა საოცრად მაღალია, მაგრამ ნებისმიერი ასაკის დამსვენებელს უამრავი საინტერესო ვარიანტი აქვს გასაგრილებლად – იქნება ეს ერთ-ერთი აკვაპარკი, თუ თოვლი Ski Dubai-ში. შუა აღმოსავლური სათამაშო მოედანი ბრიტანელ დამსვენებლებს შორის პოპულარულობით სარგებლობს, რომლებსაც უსასრულო პლაჟები, ძვირადღირებული სასტუმროები და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები იზიდავთ. თუ უფრო ტრადიციული არაბული დასვენება გსურთ, აქ ასევე საფარის უდაბნო, აქლემით სეირნობა და საყიდლებიცაა. OK!-ის ჟურნალისტმა ანაბელ მაქკიმ აღმოაჩინა, რომ დუბაის ბევრად მეტი რამის შეთავაზება შეუძლია დამსვენებლებისთვის, ვიდრე უბრალოდ მზე და ქვიშა...
რომელ ვარსკვლავებს შევხვდები?
დიდი ბრიტანეთის ვარსკვლავებისთვის დუბაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ამ წელს თავის ოჯახთან ერთად პლაჟზე მონებივრე ლუიზა რედკნაპი დავინახეთ, ხოლო დენის ვან აუტენი ქალიშვილ ბეტსისთან ერთად ისვენებდა. დენისი Grosvenor House Hotel-ით ძალიან კმაყოფილი იყო, იგი ასევე Le Royal Meridien-ზე Maya-ში სადილობისას შეამჩნიეს. „ბრიტანეთის შემდეგი ტოპმოდელის“ ვარსკვლავ ები ქლენსისაც ძალიან უყვარს Le Meridien, რომელიც თებერვალშიც ესტუმრა აქაურობას და მარტში უკვე თავის მეუღლე პიტერ კრაუჩთან ერთად ჩამოვიდა, რათა Grosvenor House-ის მსოფლიო თასის წვეულებას დასწრებოდა. ამ წვეულებას Coronation Street-ის ვარსკვლავი ჰელენ ფლენაგანი და მისი ფეხბურთელი ბოიფრენდი სკოტ სინკლერიც ესწრებოდნენ.
სად შეიძლება დავბინავდე?
Grosvenor House Hotel-ის 45-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები ქალაქ Dubai Marina-ს ცენტრის ჰორიზონტზე დომინირებენ, სადაც უამრავ სანაპიროზე მდებარე რესტორანს ნახავთ. ამ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შესვლისას OK! გაოგნებული დარჩა კოლოსალური ზომის ფოიეთი, მარმარილოთი გაწყობილი უზარმაზარი ტერიტორიით, გიგანტური ყვავილოვანი გამოსახულებებითა და უამრავი მაღალი დონის რესტორნით.
აქ 750 ნომერი, ლუქსი და აპარტამენტია. OK!-იმ ოროთახიანი აპარტამენტი ამოირჩია, რომელიც იდეალურია ოჯახებისთვის. მართალია სასტუმრო ნომერი პლაჟთან ახლოს არ მდებარეობს, მაგრამ სტუმრებს უფასო ხუთწუთიანი ავტობუსით პარტნიორ სასტუმრო Le Royal Meridien-ში შეუძლიათ წასვლა, სადაც უზარმაზარ აუზში ან სასტუმროს პლაჟზე შეძლებენ ნებივრობას. თუმცა, თუ მეტი რელაქსი გსურთ, Grosvenor-ის B/Attitude Spa-ში შეიარეთ, სადაც ულამაზესი აზიური ნამუშევრები, სურნელოვანი ყვავილები და შავი მოზაიკის ფილებია. სწორედ ასეთ გარემოში ისიამოვნა OK!-იმ ქსოვილის აღდგენითი ღრმა მასაჟით.
სად შემიძლია მივირთვა?
Grosvenor-ს 13 რესტორანი აქვს. მათ შორისაა ცნობილი შეფმზარეულის – გარი როდსის Rhodes W1 და OK!-ის საყვარელი – აუზიანი „ბუდა-ბარის“ Siddharta Lounge. აქ ძალიან მყუდრო გარემო და ღია ცის ქვეშ მდებარე ბარია, რომელიც არაბეთის ყურეს გადასცქერის. მენიუში ხმელთაშუა ზღვისა და აზიური კერძების ნაზავია. შოკოლადის მარციპანი მანდარინის ნაყინთან ერთად აუცილებლად დააგემოვნეთ! „ბუდა-ბარის“ Paris, რომელსაც სასტუმროში საკუთარი შესასვლელი აქვს, დახვეწილ აზიურ კერძებს გთავაზობთ. აქ საკმაოდ ეგზოტიკური გარემოა - ჭერამდე ფანჯრები, წითელი ჭაღები და გიგანტური ოქროსფერი ბუდა.
Grosvenor-იდან რამდენიმე წუთის სავალზეა The Walk – სანაპიროზე მდებარე ერთი მილი სიგრძის სასეირნო ბილიკი, სადაც უამრავი რესტორანი შეგხვდებათ, როგორებიცაა მაგალითად, The Cheesecake Factory და Retro Feasts, ასევე ღია ცის ქვეშ განლაგებული კაფეები და სავაჭრო დახლები. ახლოს მდებარე აკვაპარკ Atlantis Aquaventure-ში, დამღლელი დილის შემდეგ, ჟურნალმა OK! გორდონ რემზის Bread Street Kitchen-ში შეიარა, სადაც გემრიელი კერძების საკმაოდ დიდ პორციებს გთავაზობენ. ეს ძალზე ფართოდაღია ტერასიანი რესტორანია, რომელიც The Palm Jumeirah-ს უერთდება. ჟურნალმა OK! გაიგო, რომ აქ ამანდა ჰოლდენს და ჯონ ტერისაც უვახშმიათ.
რისი გაკეთება შემიძლია?
ჟურნალმა OK! ცათამბჯენებით სავსე სანაპირო ზოლი უკან მოიტოვა, 4x4 ბორტზე ავიდა და Wonder Jeep-ით საფარის უდაბნოს დასათვალიერებლად გასწია. როდესაც მასიურ ქვიშიან დიუნებს მივუახლოვდით, ძალიან დავინტერესდით ადრენალინით სავსე ასეთი თავგადასავლის დროს როგორ ახერხებდა ავტომობილი წონასწორობის შენარჩუნებას. ჩვენი საფარი ბედუინების სტილის ბანაკში დამთავრდა, სადაც საკუთარი თავი ქვიშის სერფინგში გამოვცადეთ, ხნის ტატუც გავიკეთეთ და აქლემითაც გავისეირნეთ, შემდეგ კი არაბულ ბუფეტში ბარბიქიუზე შევიარეთ და მუცლის ცეკვებისა და ცეცხლით ჟონგლიორების შოუსაც ვუყურეთ.
ხის პატარა ნავი დაიქირავეთ, რომელიც დაახლოებით 20 ცენტი ღირს, და Dubai Creek-ის გავლით ძველ ქალაქ Deira-სკენ გაემართეთ, სადაც ოქროს, სანელებლებისა და ქსოვილების ბაზრებს დაათვალიერებთ. აქვეა დუბაის მუზეუმიც, რომელიც რესტავრირებულ ციხესიმაგრე Al Fahidi-შია განთავსებული. სწორედ აქ გაიგებთ, თუ როგორ გადაიქცა თევზჭერის პატარა სოფელი იმ ულამაზეს ქალაქად, როგორსაც დღეს ვიცნობთ და გვიყვარს.
სად შემიძლია საყიდლებზე წასვლა?
თუ ყველაფრის ყიდვა ერთ ჭერქვეშ და სიგრილეში გსურთ, დუბაის სავაჭრო ცენტრისკენ გაემართეთ. თქვენ აღმოაჩენთ 12 კვ.მ. სავაჭრო და გასართობ დაწესებულებებს, სადაც 1200 მაღაზიაა – Harvey Nichols-იდან დაწყებული, H&M-ით დამთავრებული. არის აკვარიუმიც – KidZania, და ყინულის საცურაო მოედანი; შუა აღმოსავლური ნივთები, აბრეშუმი და სუვენირები. Madinat Jumeirah-საც ესტუმრეთ. ეს თანამედროვე ბაზარია, სადაც წყალთან მდებარე სასადილოები და ხელოვნურ არხებში მოცურავე ნავებია.
კიდევ რა უნდა გავაკეთო?
Wild Wadi-ს აკვაპარკი Jumeirah Beach Hotel-ის ნაწილია. ეს კომპაქტური პარკი 30 ატრაქციონს მოიცავს. მათ შორისაა Jumeirah Sceirah, რომელიც ორი – ტანდემური ჩამოსასრიალებელია. აქ ძალიან დიდი სიმაღლიდან და საოცარი სისწრაფით ეშვები! ოჯახების ფავორიტია Tantrum Alley, სადაც ოთხადგილიან კამერაზე ჯდები და „ორნადოს მილში“ ეშვები. რაც შეეხება Burj Surj-ს, აქ მთელ რიგ სპირალისებრ მილებში დასრიალებ.
42 აკრზე გადაჭიმული Aquaventure „ატლანტის“ ნაწილია და კურორტ The Palm-ს ეკუთვნის – ეს უზარმაზარი აკვაპარკი მძაფრ შეგრძნებებს გთავაზობთ. ყველაზე სახიფათო Aquaconda იყო – მსოფლიოში ყველაზე დიდი „წყლის გორაკები“. ხოლო Poseidon-ის კოშკში ხაფანგიანი კარები და „ზვიგენების“ „თავდასხმა“ გელით, სადაც ბნელი და მიხვეულ-მოხვეული გვირაბები უნდა გაიაროთ, ბოლოს კი, „ზვიგენების“ ლაგუნას გავლით, მინის გვირაბში გადაინაცვლებთ!
თუ უდაბნოს მზისგან დასვენება გინდათ, Mall Of The Emirates-ს Ski Dubai-სკენ გაემართეთ. სურრეალისტურად ჟღერს, რომ სათხილამურო კოსტიუმი უნდა მოირგოთ, იგუნდაოთ, პინგვინები ნახოთ და თხილამურებით ფერდობებზე ისრიალოთ, მაგრამ ამ ყველაფერს მართლაც გთავაზობენ. OK! ძალიან კარგად გაერთო – სპეციალური ციგებითა და გასაბერი ბურთებით სასრიალოებიდან ეშვებოდა. როცა ამ წელს მერაია ქერი დუბაის ჯაზფესტივალზე გამოდიოდა, საკუთარი ტყუპებიც ახლდა.
მოწოდებულია Annabel Mackie-ს მიერ.
ფოტოები: Alamy, Getty Images, Shutterstock