როცა პანორამული ზღვის ხედით გინდა დატკბე, ეს ახალი ვილები საუკეთესო გამოსავალია. შუშის წყლისქვეშა ოთახები დუბაის სანაპიროების მახლობლადაა განთავსებული და მასთან ნავით ან ვერტმფრენით შეუძლიათ მისვლა.
ოჯახებისთვის განკუთვნილი ვილები ემირატების კულტურითაა შთაგონებული. უნიკალური ოთახები სამ სართულს მოიცავს, რომელთა ორი სართულია წყლისქვეშ. დამსვენებელი წყლის ზემოთ მოთავსებულ ტერასაზე დასვენებასაც შეძლებს. თევზებით გარშემორტყმული ოთახები მკვლევართ დაკვირვებით ადამიანის ფსიქიკაზე დადებით ეფექტს ახდენს. სახლების ფასი 2 მილიონი ევროა.