ვარსკვლავები ერთმანეთს არამხოლოდ უძრავი ქონების სიდიდეში ეჯიბრებიან, არამედ სატრანსპორტო საშუალებებშიც. ნახეთ ვინ ფლობს იახტას და ვისია უკეთესი:
#1 ჰეიდი კლუმი
იახტა სადაც სუპერმოდელი ქმართან ერთად არდადეგებს ატარებს, მცურავ სასახლეს მოგვაგონებს. 95 მეტრი სიგრძის იახტაზე ორი ავტომობილისთვის განკუთვნილი ავტოფარეხი, სავარჯიშო დარბაზი, სილამაზის სალონი, საუნა და რენუარის ნახატებით მორთული ოთახია. გემზე როაიალიც კი აქვთ, რომელიც ერთ დროს ელტონ ჯონს ეკუთვნოდა.
#2 ჯონი დეპი
"კარიბის ზღვის მეკობრეების" შემდეგ, გადაწყვიტა საკუთარი იახტა ეყიდა, რომელიც 33 მილიონი $ დაუჯდა. გემბანზე ბიბლიოთეკა, ტერასა და სტუმრებისთვის განკუთვნილი 4 კაიუტაა.
#3 Diddy
65 მილიონი $ ღირებულების იახტაზე ყველაზე მოდური წვეულებები ტარდება. აქ მოხვედრა ყველა სტუმრისთვის საოცნებო თავგადასავალია, რადგანაც ღამით საცეკვაო სცენაზე ატარებენ დროს. რეპერი მას აქირავებს კიდეც.
#4 ნიკოლ კიდმანი
46 მეტრი სიგრძის იახტაზე აუზი, 5 კომფორტული კაიუტა და საკონფერენციო ოთახია. მისი შენახვა ნიკოლს წელიწადში 3 მილიონი დოლარი უჯდება, თუმცა ამის მიუხედავად მას ვერ ელევა.
#5 ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი
ყოფილმა ცოლ-ქმარმა იახტა ქორწინების შემდეგ შეიძინა. იახტა იმდენად დაცულია, რომ პაპარაცებმა ვერცერთხელ ვერ შეძლეს მასზე წყვილის დაფიქსირება. იახტაზე ლიფტი, აუზი და ვერტმფრენის დასაჯდომი ბილიკია. 323 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება, ვის დარჩება განქორწინების დასრულების შემდეგ უცნობია.
#6 სტივენ სპილბერგი
ცნობილი რეჟისორის იახტაზე კინოთეატრია და ფილმის ყურება აუზში ყოფნისასაც კი შეიძლება. სტივენს ზღვის დაავადება სჭირს და სპეციალური სისტემა უყენია.
#7 თაიგერ ვუდსი
გოლფის საუკეთესო მოთამაშეს 29 მილიონი ღირებულების იახტა აქვს. აქ ბარი, ჯაკუზი და სავარჯიშო დარბაზია. სპორტსმენი მედიისგან დამალვას სწორედ აქ ახერხებს.
#8 პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
მალდივებზე დასვენებისას ცოლ-ქმარმა რეგიონის ყველაზე სწრაფი იახტა იქირავა. მასზე ყოფნისას ისე სწრაფად ჩაუქროლებთ პაპარაცებს, რომ ფოტოს გადაღებას ვერ მოასწრებენ და სხვა იახტასთან ერთად ღია ზღვაში შეჯიბრსაც შეძლებთ.
#9 დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა
იაზტა მათივე დიზაინითაა შექმნილი და ხანდახან ხმაურიან მოდურ წვეულებებსაც აწყობენ მასზე.