შვედეთის დედაქალაქს მიწისქვეშ ჩახლართული სატრანსპორტო ხაზები აქვს. თუმცა, აღსანიშნავია რომ 100-ზე მეტი სადგური ნახატებით, ექსტრავაგანტური დეკორით, მოზაიკით, ინსტალაციებით და სკულპტურებითაა გაფორმებული. 1950 წლიდან სტოკჰოლმის მეტროს დახვეწასა და განვითარებაში 150-მა არტისტმა მიიღო მონაწილეობა. ცნობილმა ინგლისელმა ფოტოგრაფმა კონორ მაკნეილმა ამ საოცარი მეტროსადგურების აღბეჭდვა გადაწყვიტა, რადგანაც სხვების მიერ გადაღებული ფოტოები შთააგონებდა.