სამეფო წყვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის დედაქალაქში, ბავშვებთან ერთად ჩაფრინდა. გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრისას ქეითმა ლურჯი ფერის კაბა და პალტო არჩია Catherine Walker-ის საზაფხულო კოლექციიდან. კემბრიჯის ჰერცოგინიამ როგორც ყოველთვის, ბავშვებსაც შეხამებულ ფერებში ჩააცვა. ქეითი და უილიამი გერმანიაშ რამდენიმე ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრებიან, მათ შორის ბრანდენბურგის კარიბჭესა და ჰოლოკოსტის კატასტროფის დაღუპულთა მემორიალს.
რადგანაც, თვითმფრინავი ბერლინში ნაადრევად ჩაფრინდა, პრინცი ჯორჯი გამოუძინებელი ჩანდა, შარლოტა კი პირიქით, ყველაფერს ინტერესით ათვალიერებდა.