ალბათ ყველაზე საინტერესო მაინც თავგადასავლებია. თან ისეთი თავგადასავლები, რომლებიც პირველ რიგში გვაძლიერებს და მეორე - გვანიჭებს უდიდეს ჟინს ვისწრაფოთ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებისკენ. ეს მცირე მონოლოგი ანა შერვაშიძეს ეკუთვნის, რომელიც საკუთარი შვილებისთვის ყველაფერს აკეთებს. დღეს ის დამოუკიდებელია, შემდგარია და ძალიან წარმატებულიც. ანა ტატუს მხატვარია, პირსერი, ასევე მუშაობს მინანქარზე.
"თავდაპირველად მიმტანად ვმუშაობდი, მერე ბედი ფოტოგრაფიაში ვცადე, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. შემდეგ მხატვრობით დავინტერესდი. ბევრი შრომა დამჭირდა იმისათვის, რომ ხატვა პროფესიონალურად მესწავლა. იყო ბევრი წინააღმდეგობა კოლეგების მხრიდან და ვიფიქრობდი, რომ თავი დამენებებინა ამ საქმისთვის. ახლა კი დიდი შრომის შედეგად საქართველოს მასშტაბით გოგონებში სამეულში შევდივარ. ვფიქრობ, რომ საკუთარი შემოქმედებით ვამსხვრევ სტერეოტიპებს იმის შესახებ, რომ კაცები უკეთ აკეთებენ ტატუს, ვიდრე ეს ქალებს შეუძლიათ."
"მაქვს ტატუს სალონი, რომლის გვერდითაც სამინანქრო ცეხია, სადაც ხატვის შემდეგ მინანქარზე ვმუშაობ. მთელი ჩემი ოჯახი ამ საქმიანობით არის დაკავებული. უპირატესობას ტატუს ხელოვნებას ვანიჭებ, თუმცა მინანქარზე მუშაობა დამატებითი შემოსავლის წყაროა."
"ძალიან რთულია, როცა პროფესიული თვალსაზრისით შენს ადგილს ვერ პოულობ, რომელის კეთებასაც სიამოვნებით შეუდგები. მიხარია, რომ ვიპოვე საკუთარი თავი და ჩემი ასაკისთვის წარმატებული ვარ. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ამდენს თუ შევძლებდი. ვაპირებ უფრო გავფართოვდე და მეტი გავაკეთო საკუთარი თავისა და ჩემი შვილებისთვის."