National Geographic-ის და Dronestagram-ის საერთო პროექტი - დრონით გადაღებული სურათების ფოტოკონკურსი დასრულდა. ფოტოებზე აღბეჭდილია ის ურბანული გარემო და ბუნების ულამაზესი შემოქმედება, რომელშიც ვცხოვრობთ თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ბუნებრივი განსაკუთრებულობის ბოლომდე აღსაქმელად ტექნიკური მხარის განვითარება გვაკლდა. დრონს შეუძლია დააფიქსიროს ქალაქები, ლანდშაფტები და ადამიანები იმ პერსპექტივიდან, სადაც ჩვენთვის დამოუკიდებლად მიღწევა შეუძლებელია.
ფოტოკონკურსი წელს უკვე მეოთხედ გაიმართა და როგორც Dronestagram-ის მმართველი დირექტორი გიიომ ჯარეტი ამბობს - „ეს არის ახალი სიტყვა და ახალი მეთოდი ფოტოგრაფიის ისტორიაში - დაინახო სამყარო სიმაღლიდან, სადაც მხოლოდ ფრინველებს შეუძლიათ ფრენა“. ჟიურის წევრებს, რეკორდული 8000 ნამუშევრიდან მხოლოდ 12 საუკეთესოს ამორჩევა მოუწიათ. საკონკურსო კატეგორიებს: „ბუნება“, „ადამიანები“ და „ქალაქი“, მეოთხე „კრეატიულობის“ კატეგორიაც დაემატა.
პირველი ადგილი, ადამიანები
მეორე ადგილი, ადამიანები
მესამე ადგილი, ადამიანები
პირველი ადგილი, ბუნება
მეორე ადგილი, ბუნება
მესამე ადგილი, ბუნება
პირველი ადგილი, ქალაქი
მეორე ადგილი, ქალაქი
მესამე ადგილი, ქალაქი
პირველი ადგილი, კრეატიულობა
მეორე ადგილი, კრეატიულობა
მესამე ადგილი, კრეატიულობა