ხანდახან გასაოცარია შეიხედო იქ, სადაც მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ. ბავშვები სწავლობენ ისეთ სკოლებში, სადაც დროის გატარება წარმოუდგენლად საინტერესოდ მიგვაჩნია. წარმოგიდგენთ ვირტუალ მოგზაურობას, იქ სადაც სწავლაში ყველაზე მეტ თანხას იხდიან.
Institut Le Rosey
მსოფლიოს რიგით მეორე უძველესი სკოლა შვეიცარიაში მდებარეობს და მას "მეეფეების სკოლასაც" უწოდებენ. სკოლის ტერიტორია თავის სასახლით, ერთ კონკრეტულ ოჯახს ეკუთვნის.
მას ბანაკის ორი პროგრამა აქვს - ზაფხულის:
და ზამთრის:
ზამთრის სკოლაში მოსწავლეებს ზამთრის სპორტის გაკვეთილები უტარდებათ.
ზაფხულში კი წყლის სპორტს მისდევენ:
სკოლაში რიგითი სასწავლო დღე დილის 7 საათზე იწყება - საუზმით.
გაკვეთილები დილის 8 საათიდან შუადღის 3:30საათამდე გრძელდება. შუადღეს დიდი შესვენებაა ლანჩითა და ცხელი შოკოლადით:
დღის 4 საათიდან 7 საათამდე მოსწავლეებს შეუძლიათ ითამაშონ სპორტი და სხვადასხვა კრეატიულ აქტივობებში ჩაერთონ.
საღამოს 8-ის ნახევარზე სადილობენ, რის შემდეგაც 9 საათამდე მეცადინეობისთვის აქვთ დრო.
ჯგუფური დავალებებისთვის უზარმაზარი ბიბლიოთეკის დარბაზში მუშაობენ
სწავლის გარდა, მოსწავლეები ბევრ გასვლით აქტივობებში მონაწილეობენ ერთად.
სკოლა ღიაა ყველა მოსწავლისთვის მთელი მსოფლიოდან, მაგრამ ერთი აუცილებელი დეტალია გასათვალისწინებელი: მშობლებმა ერთი წლის აქ გატარებისათვის მათ 100 000 ევრო უნდა გადაუხადონ.
აქ თანხაზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, ბავშვები ერთ დიდ ოჯახს ქმნიან და სწავლას და გართობას ერთდროულად, ერთმანეთის გარემოცვაში ახერხებენ.