National Geographic-მა 2017 წლის ფოტოკონკურსში მონაწილე 30 საუკეთესო ნამუშევარი გამოაქვეყნა. Nat Geo-მ კონკურსის საშუალებით ერთად შეკრიბა და გაგვიზიარა მოგზაური ფოტოგრაფების მიერ ზუსტად დაჭერილი ის ერთი წამი, რომელიც ჩვენს თვალწინ აცოცხლებს ჩვენივე სამყაროში არსებულ ულამაზეს რეალობას, რასთანაც, ხანდახან მხოლოდ დაუკვირვებელი თვალი, ხანდახან კი უცხო ადგილებში მოგზაურობის ნაკლებობა გვაშორებს.
კონკურსისთვის ნამუშევრების მიღება ივნისის ბოლოს დასრულდა, თუმცა პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებას 2017 წლის 10 საუკეთესო ფოტოგრაფი მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში შეძლებს. National Geographic-მა მთავარ პრიზად ათ დღიანი ტური გალაპაგოსის არქიპელაგში, მისივე ექსპედიციის ფარგლებში დააწესა, სადაც მოგზაურ ფოტოგრაფებს საშუალება ექნებათ კიდევ ბევრი ულამაზესი მომენტი დააფიქსირონ. მანამდე კი ჩვენ შეგვიძლია ვისიამოვნოთ იმ მშვენიერი სურათებით, რომელიც ამჟამად მთავარი პრიზის მოსაპოვებლად იბრძვის.