ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გარკვეული ხასიათის შტრიხები გვივითარდება და ხშირად გადაწყვეტილებებსაც ამის მიხედვით ვიღებთ. ზაფხულის ცხელ დღეებში უკვე დროა დასასვენებელ მიმართულებაზე ვიფიქროთ, არის ადგილები, რომლებიც სწორედ ზოდიქოს მიხედვით შეგვეფერება.
#1 ვერძი: ბალი, ინდონეზია
დედამიწის ულამაზესი ადგილი-ვერძებისთვის ნამდვილად სამოთხეა. აქაა გასაოცარი ხედები, ქვიშიანი სანაპიროები და ვულკანიც კი. ყველაფერია რასაც თავგადასავლების მოყვარული ვერძი ეძებს. ბალი გასართობ ღამის ცხოვრებასაც კი გთავაზობთ.
#2 კურო: პარიზი, საფრანგეთი
საუკეთესო მიმართულება მათთვის ვისაც ხელოვნება და კულტურა უყვარს. კურო მოიხიბლება ქალაქის საოცარი არქიტექტურითა და სიმდიდრით. რაც მთავარია, სამზარეულო-დიდი გურმანისთვის ფრანგული დესერტები მისწრებაა. კურო უბრალოდ ქუჩაში სეირნობითა იგრძნობს თავს მეფედ.
#3 ტყუპები: კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა
აფრიკაში ამ ქალაქს აუცილებლად უნდა ეწვიო. მოგზაურს ქალაქი ბევრ საინტერესო და გასართობ რამეს სთავაზობს, რადგანაც აქ მრავალფეროვანი კულტურის საოცარი შერწყმაა. გემრიელი სამზარეულო, ღვინო და ღამის ცხოვრება-ტყუპების ორგვაროვან ბუნებას მთლიანად დააკმაყოფილებს.
#4 კირჩხიბი: ნანტუკეტი, მასაჩუსეტსი
კირჩხიბი ცნობილია კომფორტის სიყვარულით. მას მაქსიმალურად მყუდრო დასვენება სურს, ამიტომაც მასაჩუსეტსი საუკეთესო მიმართულებაა. ასეთ ქალაქს მაშინ უნდა ეწვიოთ, როცა ხალხმრავალი ქალაქიდან და ხმაურიდან გასვლა გინდათ. აქ ბევრი კოტეჯია სანაპიროსთან, ლამაზი რესტორანი და მაღაზია.
#5 ლომი: ჰონგ კონგი, ჩინეთი
ეს ქალაქი ლომს გასაოცარ ღამის ცხოვრებას სთავაზობს, ასევე ჰონგ კონგი საოცარი არქიტექტურისა და ხედების ქალაქია. ლომებს მსგავსი მიმართულება სიმდიდრესაც სთავაზობს და მშვიდ სანაპიროებსაც. ლომი აქ უამრავ საინტერესო ადგილს მოინახულებს.
#6 ქალწული: ჩარლზტონი, სამხრეთ კაროლინა
ქალწულებს განტვირთვისთვის შესაფერისი ადგილი სჭირდებათ. მათ სურთ ცოტა ხნით დაივიწყონ თავიანთი დატვირთული ცხოვრების შესახებ და ამასთან, ახალი ადგილიც აღმოაჩინონ. რიყის ქუჩები, ცხენშებმული ეტლები და ძველი ქალაქის შარმი-ეს ჩარლზტონია. ისტორიული ძეგლების შესწავლის შემდეგ სანაპიროზე დასვენებას შეძლებთ.
#7 სასწორი: ფლორენცია, იტალია
სასწორები ხელოვნების მოყვარულები და უიმედო რომანტიკოსები არიან, ამიტომაც ფლორენცია მათთვის საუკეთესო ადგილია. რენესანსის ხელოვნება, შესანიშნავი არქიტექტურა და იტალიური სამზარეულო: მიქელანჯელოს ქანდაკება სასწორებისთვის აუცილებლად სანახავთა სიაშია.
#8 მორიელი: ტულუმი, მექსიკა
მორიელებს ახალი ადგილების აღმოჩენა და თავგადასავლები უყვართ. ეს ადგილი ორიგინალურ სასტუმროებს და ბევრ ადრენალინს გვთავაზობს. აქ მორიელები ჯუნგლებში ზიპლაინით გაერთობიან და მიმზიდველ სანაპიროებზე დაისვენებენ.
#9 მშვილდოსანი: მერზოუგა, მოროკო
მშვილდოსანს ყველაზე სათავგადასავლო მიმართულება უნდა შესთავაზოთ და ყველაზე უნიკალური კი მოროკოა. აქ მხიარული ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც ხუმრობა უყვართ და მშვილდოსანი მათთან ერთად ბევრს გაერთობა. ამასთან, აქლემზე სეირნობასაც შეძლებს.
#10 თხის რქა: დიდი კანიონი, არიზონა
თხის რქისთვის კანიონი დიდი გამოწვევაა და საკმაოდ კარგადაც გაართმევს თავს. ამგვარი გამოცდილება სწორედ თხის რქებისთვისაა, მისი დატოვების შემდეგ მეორეჯერ კვლავ დაბრუნდებიან.
#11 მერწყული: რეიკიავიკი, ისლანდია
რეიკიავიკი საუკეთესოა მერწყულისთვის. ის მას ბევრ თავბრუდამხვევ რამეს სთავაზობს. აქ მთის და მდინარის დაპყრობაც შეუძლია. მეორეს მხრივ, კი სკანდინავიურ კულტურას და ვიკინგების ისტორიას შეისწავლიან და ბევრ მუზეუმს ეწვევიან.
#12 თევზები: სიდნეი, ავსტრალია
სიდნეი თევზებს ყველაფერს სთავაზობს რაც უყვართ: გამორჩეულ მუზეუმებს, სიდნეის გასაოცარ ოპერას, რომლის არქიტექტურაც მოხიბლავს და წყნარ სანაპიროებს, სადაც დასვენებას შეძლებს.