ყველასთვის ნაცნობია დედოფალ ელიზაბეტის უცნაური პრივილეგიები და სამეფო ოჯახის უფლებები, რომლებიც სხვა ადამიანებისთვის გასაკვირი და უცხოა. მიუხედავად იმისა, რომ ქეითისა და პრინც უილიამის ოჯახი უფრო მეტად თანამედროვეა და ზოგიერთი წესი უკვე დარღვეული აქვთ, მაინც უწევთ იმ გარკვეული სტანდარტების დაცვა, რაც მათ ოჯახს აკისრია.
#10 6-მა ყვავმა სასახლე არ უნდა დატოვოს
ოჯახს სჯერა, რომ 6 ყვავი მუდამ უნდა დაფრინავდეს სასახლის მაღლა. ამ დიდი ხნის ტრადიციისა და ცრურწმენის მოშლას ოჯახი დღემდე არ რისკავს.
#9 მონოპოლიის თამაში აკრძალულია
სამეფო ოჯახის ბავშვებმა ამ გასართობზე უარი უნდა თქვან. მათ არ სურთ, რომ რაიმე მსგავსთან ასოცირება მოახდინონ.
#8 დედოფალმა ელიზაბეტმა საჭმლის მირთმევა შეწყვიტა? მაშინ მეც!
სამეფო ოჯახთან სადილობისას, უნდა ეცადონ, რომ ელიზაბეტზე სწრაფად მიირთვან. როცა ის ჭამას წყვეტს, ყველამ უნდა დასრულოს მასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ელიზაბეტი ზოგადად ცოტას ჭამს. ქეითი და უილიამი ბავშვებს ცალკეც აჭმევენ, რადგანაც მათთვის სწრაფი კვება არ შეიძლება.
#7 არანაირი ტყავი და ბეწვეული სამეფო ოჯახის წევრებზე!
ამ წესის დანერგვა ედუარდ მესამემ გადაწყვიტა და მათ ოფიციალურად არ აქვთ უფლება, რომ ტყავის ან ბეწვის სამოსი ატარონ.
#6 მამა-შვილს ერთად მგზავრობა არ შეუძლია
პრინცი უილიამისა და მისი ვაჟიშვილის თვითმფრინავში ერთად ყოფნა დაუშვებელია. თუ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რომელიმე მემკვიდრე მაინც უნდა დარჩეს სასახლეში. ჯორჯი ამჟამად მოგზაურობს მამასთან ერთად, მაგრამ 12 წლის ასაკიდან ვეღარ შეძლებს.
#5 ნახევარფაბრიკატების და მოლუსკების ჭამა არ შეუძლიათ
სწრაფ კვებაზე ისინი სასტიკ უარს ამბობენ. მოლუსკებით კი მოწამვლის ეშინიათ.
#4 ხმის მიცემა არ შეუძლიათ
ბრიტანეთში სამეფო ოჯახს ყველაზე დიდი ძალაუფლება აქვს, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია.
#3 პოლიტიკასთან შეხება არ შეუძლიათ
პოლიტიკური აზრების გავრცელება ან პოლიტიკაში თანამდებობის დაკავება შეუძლიათ. არცერთ პოლიტიკურ კამპანიაში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა.
#2 შობა ერთად
ერთ-ერთი სამეფო წესია, რომ შობას ყველა ერთად შეხვდეს Norfolk-ში.
#1 ახალ წელს საჩუქრის ჩუქება და მიღება აკრძალულია
შობის ეს მშვენიერი ტრადიცია სამეფო ოჯახისთვის არაა. მათთვის ეს დღე ეკლესიასთან ასოცირდება, სადაც დედოფალი სიტყვით გამოდის.