ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონის და გათხოვდა. პიპა მიდლტონმა საკმაოდ მშვენიერი ქორწილით მთელი მსოფლიო მოხიბლა. პიპა და მილიარდელი ჯეიმს მეთიუზი ახლა საოცნებო თაფლობისთვეს ატარებენ.
ორნი ზღაპრულ კუნძულზე
ქორწილის მეორე დღეს, პიპა და ჯეიმსი ფრანგულ პოლონეზიაში გაემგზავრნენ, კუნძულ ტაიტის სიახლოვეს. ერთ-ერთ პატარა კუნძულზე მდიდრული კურორტია განთავსებული, სადაც წყვილმა 6 დღე გაატარა და 35 ათასი ფუნტი დაუჯდა.
არაფერია დასამალი
ქეითისა და პრინც უილიამსისგან განსხვავებით, პიპასა და ჯეიმს პრობლემა არ აქვთ პაპარაცებზე. თითქოს არც იმჩნევდნენ ჩასაფრებულ ფოტოგრაფებს, რადგანაც დასვენების გაფუჭება არცერთს არ სურდა. თუმცა პიპამ, ქეითის შეცდომა არ გაიმეორა და ბიკინი არ გაუხდია.
ექსტრემი სიდნეიში
ამ სამოთხეში დასვენების შემდეგ, ახალდაქორწინებულები სიდნეიში გაემგზავრნენ. აქ მათი დასვენების ფორმა და ხარისხი რადიკალურად შეიცვალა.
როგორც ცნობილია, წყვილი ექსტრემალური სპორტითაა გატაცებული, მათი საერთო მიდრეკილება ალპინიზმია. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ორი ავსტრალიის ყველაზე დიდი ხიდის დაპყრობას გადაწყვეტდა და ისიც სიბნელეში?
სიდნეის ყველაზე ძვირადღირებული ნომერი
ყველაზე ძვირადღირებული ნომრებიდან საიდუმლო გასასვლელი ტერასაზე გადის, საიდანაც სიდნეის ოპერისა და ხიდის შთამბეჭდავი ხედი იშლება.
ადგილობრივი სამზარეულოს ინტერესით მდინარე გადაცურეს და ავსტრალიის ეგზოტიკურ რესტორანში მოხვდნენ.
სირბილი ოპერის გარშემო
დილის ტრადიციული ვარჯიში არც თაფლობისთვის დროს დაივიწყეს. ამგვარმა ცხოვრების წესმა ბევრი ადამიანი შთააგონა.
რომანტიკული ვახშამი
3 ღამე ნიანგებთან და კენგურუსთან
მორიგი ექსტრიმი "საფარის" ტიპის სასტუმროში გადანაცვლება იყო. ნაციონალურ პარკში სტუმრობისას, ველურ ბუნებასთან ყოფნის მდიდარ გამოცდილებას იძენ. აქ ნადირობა და თევზაობა კანონით ისჯება, უბრალოდ, პიპასა და ჯეიმსის მსგავსი ექსტრემალი ადამიანებისთვის ნიანგებთან და კენგურუებთან შეხვედრაა შესაძლებელი.
მესამე კვირა კი დასავლეთ ავსტრალიის შტატში დაიწყეს. ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე განთავსებული ეს ქალაქი ზღაპრული სანაპიროებით, მშვენიერი პარკებით და ეგზოტიკური ღვინით გამოირჩევა. ეს ქალაქი მილიონერებს იტაცებს, რადგანაც აქ აღწევენ სულიერ სიმშვიდეს.
ასევე აქ, პლანეტის ყველაზე პოზიტიურ ცხოველებს შეხვდებით.
3 კვირიანი მსგავსი თაფლობისთვე 150 ათასი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.