ამერიკელმა ტურისტებმა სამყაროს აღმოჩენა შტატების საინტერესო უბნებიდან დაიწყეს. წლების განმავლობაში გეტოები დახურულ ზონად ითვლებოდა, მათი მაცხოვრებლები კი დანარჩენი სოციუმიდან გამოყოფილ ფენას წარმოადგენდა.
შავკანიანი მაცხოვრებლები ნიუ-იორკის რამდენიმე უბანს არალეგალურად აკონტროლებდნენ. გეტოების კონცეფცია არ ჯდებოდა ურბანულ არქიტექტურის სტანდარტებში და პოლიციაც ნაკლებად ერეოდა მათ საქმენობაში.
90-იან წლებში მსგავსი გეტოები დიდ პრობლემას უქმნიდა ქალაქის ცხოვრებას, თუმცა წლებთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. საშიში უბნებიდან გეტოები ტურისტულ ზონებად გადაკეთდა.
ქუჩის მხატვრობა, ალტერნატიული მუსიკა, რეპი და საინტერესო კონცეფცია თანამედროვე დროში ნამდვილ ეგზოტიკად იქცა.
ამ ეტაპზე ტურისტებისთვის ღია მხოლოდ ბრუკლინის გეტოა, თუმცა დამთვალიერებლის ინტერესის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი გეტოების კარს მიღმა ცხოვრების ნახვას მთელი შტატების მაშტაბით უნდა ველოდოთ.