კომპანია "ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, ქალაქ ანაკლიის კონცეფციის შემუშავებაში მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ბოჭორიშვილმა „ანალიტიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მიმზიდველი საინვესტიციო ქალაქის გაშენებისთვის სწორი კონცეფციის შექმნა მნიშვნელოვანია.
ქეთი ბოჭორიშვილი: "რა თქმა უნდა, ქალაქის მშენებლობას თან სდევს ძალიან ბევრი მოსამზადებელი სამუშაო და ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვიმყოფებით. მთავარი გამოწვევაა სწორი კონცეფციის და ხედვის შემუშავება, თუ როგორი ქალაქი გვინდა რომ იყოს ანაკლია. ჩვენ მოვიწვევთ ყველაზე ცნობილ და გამოცდილ სპეციალისტებს ამ მიმართულებით, რომლებიც დაგვეხმარებიან ანაკლიის კონკურენტუნარიანი გარემოებების ჩამოყალიბებაში, რათა ის სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდეს"