ქორწილისთვის დამახასიათებელი უცნაური ტრადიციები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს. თუ ისინი სასაცილოდ და უაზროდ მოგეჩვენებათ, იცოდეთ, რომ მათ გამო სიძესა და პატარძალს ჯანმრთელობის გარისკვაც კი უწევთ.
შოტლანდია
ერთ-ერთი ტრადიციის მიხედვით, პატარძალს ტალახით სვრიან. გოგონას გაფუჭებული პროდუქტებისგან აბაზანას უმზადებენ და შემდეგ ხესთან აბამენ. თუ გოგონამ, ყველაფრის ღირსეულად ატანა შეძლო, მისი ახალი ოჯახი ყველანაირ სირთულეს გადალახავს.
ჩინეთი
ჩინელმა გოგონამ ქორწილის დღეს აუცილებლად უნდა იტიროს და მას ყველა მდედრობითი სქესის ოჯახის წევრი შეუერთდეს: ჯერ დედა, მერე ბებია, მერე დები.
გერმანია
საქორწილო ფიცის დადების შემდეგ, წყვილი ხის მოსაჭრელად მიემართება. ისინი ხელში იღებენ ხერხს და სტუმრების თანდასწრებით ერთად ჭრიან ხის მორს. ითვლება, რომ ეს რიტუალი საერთო ცხოვრებისთვის ამზადებს, სადაც ერთად უნდა გადაჭრან პრობლემები.
პოლონეთი
პოლონეთში კი სტუმრებს პატარძალთან ცეკვას ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ. ფულს მეჯვარე აგროვებს და წყვილის თაფლობისთვეს ხმარდება.
დანია
ყოველ ჯერზე, როცა პატარძალი საქორწილო ცერემონიალის შენობას დატოვებს, სტუმარ გოგონებს სიძის კოცნის უფლება აქვთ. იგივე წესი მოქმედებს მამაკაცებზეც, თუ ის დიდი მანძილით მოშორდა მომავალ ცოლს, მამაკაცებს შეუძლიათ პატარძალის კოცნა დაიმსახურონ.
ბულგარეთი
იმისთვის, რომ ბულგარეთში ხელი სთხოვონ, მამაკაცები შეყვარებულებს უბრალოდ ვაშლს ესვრიან.