როგორც წესი, დევიდ ბექჰემი მთელი ოჯახის შემადგენლობით მოგზაურობს, თუმცა უკანასკნელად აფრიკაში მხოლოდ უფროს შვილთან ბრუკლინთან და უმცროს გოგონასთან ჰარპერთან ერთად გაემგზავრა. ვიქტორია ბექჰემი ორ ბიჭთან ერთად სახლში დარჩა. შთაბეჭდილებებს მამა-შვილი ინსტაგრამზე აზიარებს.
აფრიკულმა ბუნებამ ბექჰემები ახალი კადრებისთვის შთააგონა. ფოტოებისთვის Polaroid-ც კი გამოიყენეს. დიზაინერმაც გააზიარა ოჯახის ფოტო ინსტაგრამზე და დაწერა: "ლამაზი ბიჭები. შორიდან გკოცნით".