თითქოს კარგად ვიცნობთ მსოფლიოს მთავარ ღირსშესანიშნაობებს, თუ ნახვით არა ინტერნეტის მეშვეობით მაინც. პოპულარულ ტურისტულ ადგილებს თავიანთი საიდუმლოებები აქვთ, რომლის შესახებ ათასობით დამთვალიერებელმა არ იცის.
გუსტავ ეიფელის პირადი აპარტამენტი ეიფელის კოშკზე
მესამე სართულზე გუსტავის აპარტამენტი მდებარეობს, სადაც ის მნიშვნელოვან სტუმრებს იწვევდა, მათ შორის თომას ედისონი იყო.
ცარიელი შენობა თაიმზ-სკვერზე, ნიუ-იორკი
ეს შენობა რეკლამების წყალობით მფლობელებს ყოველწლიურად 23 მილიონ დოლარს სძენს, თუმცა მასში არაფერია პირველ სართულზე განთავსებული აფთიაქისა და ოფისების გარდა.
მიტოვებული მეტრო-სადგური ნიუ-იორკში
სადგურმა "სითი-ჰოლი" 1945 წლამდე იმუშავა. სადგური ახალი მატარებლების გამო დახურეს, რადგანაც მოხვევისას უფრო დიდი მოცულობის ვაგონები საფრთხეს ქმნიდა. იმისთვის, რომ მოინახულოთ, უკანასკნელ სადგურზე ვაგონი არ უნდა დატოვოთ.
რაშმორის მთა და საიდუმლო ოთახი
4 პრეზიდენტის პორტრეტის უკან, საიდუმლო ოთახია განთავსებული, რომელსაც 5 ტონიანი საკეტით იცავენ. ოთახში აშშ-ს ისტორიის მნიშვნელოვანი დოკუმენტებს ინახავენ.
საპყრობილე ვენეციის სასახლეში
ვენეციის სასახლის სახურავზე განთავსებულ ციხეს არასდროს ანახებენ დამთვალიერებლებს.
გვირაბი ლას-ვეგასის ცენტრში
ლას-ვეგასის მთავარ გასართობ ქუჩის ქვეშ გვირაბების სისტემაა გაყვანილი. ის რამდენიმე უსახლკარო ადამიანის თავშესაფარია.
103-ე სართული Empire state building-ზე
102-სართულზე შენობას ცნობილი აივანი აქვს, სადაც ნებისმიერს შეუძლია ასვლა. 103-ე სართული კი მხოლოდ თანამშრომლებისთვის და მნიშვნელოვანი სტუმრებისთვისაა ღია.
ძველი აბაზანა რომის პაპის სასახლეში
აბაზანა, რომელიც რაფაელ სანტიმ 1516 წელს მოხატა. აბაზანაში საიდუმლო გასასვლელი იმ ოთახიდან გადის, სადაც რომის პაპი ქვეყნის მეთაურებს იღებს.
საიდუმლო აპარტამენტები კონკიას სასახლეში, დისნეილენდში
მიუხედავად იმისა, რომ ოთახი ძვირადღირებული სასტუმროს ნომერს ჰგავს, მასში დარჩენა არანაირი თანხის მეშვეობით არაა შესაძლებელი. წელიწადში ერთხელ. ყოველ იანვარს მასში ღამის გათენება უბრალოდ თამაშდება.
დარბაზი თავისუფლების ქანდაკების "ჩირაღდანში"
ამ დარბაზში სპეციალური კიბე ადიოდა. 1916 წელს, აფეთქების შედეგად ის დაზიანდა და სამუდამოდ გამოკეტეს დამთვალიერებლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მისი რესტავრაცია მოხდა.