კინოკომპანია Paramount-მა, რომელიც ავტორია ფილმების „შეუსრულებელი მისია, „ფორესტ გამპი“, „ნათლიმამა“ და აშ. ჰორიზონტები გააფართოვა და უზარმაზარი სასტუმრო Paramount Hotels & Resorts გახსნა. მომავალში ფილიალებს ლოს-ანჯელესში, დოჰაში, დუბაიში და ემირატებში გახსნიან.
სასტუმრო სახელად The Bodrum ამავე სახელწოდების თურქეთის ქალაქში მდებარეობს. ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო 100 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ეს მდიდრული კურორტი ტყეებში იმალებოდა, თუმცა აეროპორტიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში მდებარეობს. ამიტომაც აქ ჩამოსვლა დიდ დროს არ საჭიროებს. სასტუმროში იახტების სპეციალური სადგომიცაა განთავსებული.
The Bodrum-ს 134 ნომერი აქვს, რომელთა ხედიც ზღვაზე გადის. განსაკუთრებით საოცარია ღია და დახურული აუზები, რომლებიც გარეშე თვალისთვის მიუწვდომელია და სტუმრისთვის პრივატულ სივრცეს წარმოადგენს.
სასტუმროში 4 რესტორანია: საუკეთესო ანატოლიური და იტალიური სამზარეულო. კუნძულ იბიცასთან ახლოს, სანაპიროზე ბარია გახსნილი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს მოიცავს. აქ ახალი პროდუქტები მაღალი ხარისხით მზადდება.
ლაუნჯ ზონაში დიჯეებისა და ჯგუფების ცოცხალი შესრულება მოგხიბლავთ. თუ ბავშვებთან ერთად ხართ არც მაშინ გაქვთ სანერვიულო, აქ საბავშვო სტუდიაში მათ მშვენივრად გაართობენ. მათთან თამაში და სპექტაკლების ჩვენება სრულიად უფასოა სტუმრებისთვის. Paramount-მა შექმნა ადგილი, სადაც რამდენიმე დღეში ახლიდან დაიბადები.