სიაში წარმოდგენილია ქვეყნები, სადაც ტურისტების რაოდენობა ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს. საქართველო 51 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზე მოხვდა, დანიასა და ლიხტენშტეინს შორის. სტატიაში ნათქვამია, რომ 1 მაცხოვრებელზე დაახლოებით 1.4 ტურისტი მოდის.
რეიტინგის პირველ ადგილს ანდორა იკავებს, სადაც ერთ მაცხოვრებელზე 33 ტურისტი მოდის.
ყველაზე მეტად მონახულებადი ქვეყანა მსოფლიოში საფრანგეთია, სადაც წელიწადში 84 მილიონი ტურისტი ასწრებს ყოფნას. მეორე ადგილს აშშ 77 მილიონი ტურისტით იკავებს.
2017 წლის აპრილში საქართველოს 510 594 უცხოელი ესტუმრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მონაცემებს 10,2%-ით აღემატება. ყველაზე მეტი ტურისტების რაოდენობა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ფიქსირდება.
ევროპიდან კი გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა და პოლონეთი ლიდერობს.
2017 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით საქართველოს 1,7 მილიონი ტურისტი ესტუმრა.