მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას თბილისიდან - სოჭის და ბათუმიდან - თელ-ავივის მიმართულებით იწყებს. ავიაკომპანია ასევე განაახლებს რეგულარულ ოპერირებას თბილისსა და თეირანს შორის და ადგილობრივ რეისებს თბილისსა და ბათუმს შორის.
თბილისი-სოჭი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება. თბილისი-თეირანი-თბილისის მიმართულებით ავიარეისები 9 მაისიდან - 5 ივნისამდე კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი), 5 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი 4 სიხშირით (სამშაბათი დღეში 2-ჯერ, პარასკევი, შაბათი) განხორციელდება. ბათუმი-თელ ავივი-ბათუმის რეგულარული ფრენები - 4 მაისიდან 15 ოქტომბრამდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.