თუ ტკბილეული გიყვართ და ევროპაში მოგზაურობას აპირებთ, აუცილებლად უნდა დატკბეთ ამ ქვეყნების უმნიშნელოვანესი კერძით-დესერტებით. ხშირად ნაციონალური საკვები ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილია მოგზაურობისას.
Churros - ესპანეთი
ესპანეთში მოხვედრისას ეს „სამოთხის დესერტი“ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, განსაკუთრებით გემრიელია ნუტელათი სავსე. ზოგადად, შოკოლადით მოაქვთ, მაგრამ ნუტელა და თეთრი კრემი იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
Macarons - საფრანგეთი
ნუშის არომატით გაჯერებული მაკარონები ბევრს ჰგონია, რომ იტალიის საკუთრებაა. მაგრამ ეს იდეა ფრანგ ლუის ერნესტს მოუვიდა, რომელმაც გადაწყვიტა მრგვალი გარსები ერთმანეთისთვის შოკოლადით მიემაგრებინა. დღეს საფრანგეთში მის უამრავ სახეობას შეხვდებით, შოკოლადის, ყავის თუ კარამელის გემოთი.
Trdelníks - პრაღა
ეს დესერტი კი გახვეულ ცომში თქვენს წინაშე ცხვება. შიგნით კი ბევრი სიურპრიზი გელით: ნაყინი, შოკოლადი, კარამელი, მარწყვი...
Tea Pastries - ლონდონი
ბრიტანეთის დედოფალი მხოლოდ ჩაით არ ტკბება. ლონდონში ერთ-ერთი გამორჩეული დესერტი ჩაის თეფშთან ერთად მოაქვთ. პატარა ნამცხვრიდან დაწყებული გემრიელი ორცხობილებით დამთავრებული საუკეთესო არჩევანია ინგლისურ ჩაისთან.
Gelato-იტალია
გელატო შეიძლება ნაყინში აგერიოთ პირველი შეხედვისას, თუმცა ის ნაღების მაგივრად რძეს შეიცავს. არ დაიდანაშაულოთ თავი, თუ მოგზაურობისას მისი დაგემოვნება რამოდენიმეჯერ მოგინდებათ. მისი სხვადასხვა გემო, საზამთრო გოგრა თუ ლავანდა, ერთნაირად სასურველია.