მსოფლიოს გარშემო მშობლებს ინდივიდუალური მიდგომა აქვთ ბავშვებს აღზრდის მიმართ. რა თქმა უნდა ერთი ყველას აქვს საერთო: შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე უჩვეულო ტრადიციას სხვადასხვა კულტურიდან.
მაურიტანელი მშობლები შვილს სახეში აფურთხებენ
მათი რწმენით, ახალდაბადებულისთვის შეფურთხება მათ შვილებს წარმატებას მოუტანს. დედები სახეში, ხოლო მამები ყურებთან აფურთხებენ ბავშვს.
ნორვეგიელები შვილს მინუს ტემპერატურაში აძინებენ
სკანდინავიის ქვეყნებში მიღებულია ზამთრის დღეებში ბავშვის გარეთ დაძინება. მშობლების აზრით, ცივი და სუფთა ჰაერი შვილს იმუნინეტს გაუძლიერებს და ავადმყოფობებისგან დაიცავს.
კენიელი დედები არ უყურებენ ბავშვს თვალებში
კენიელი დედები ძალიან მიჯაჭვულები არიან შვილებს, თუმცა, როცა ბავშვს რაიმე უხარია, თავს ატრიალებენ და არ უყურებენ. ამით ასწავლიან, რომ არ უნდა მიიქციონ დიდი ყურადღება.
ვიეტნამელი მშობლები ავარჯიშებენ შვილებს, რომ მათ ბრძანებაზე მოშარდონ
ყოველ ჯერზე, როცა ვიეტნამელი ბავშვი ნიშანს მისცემს მშობელს, დედები მკაცრ ხმამაღალ ხმას გამოსცემენ. 9 თვის ასაკში ამ ხმაზე ბავშვები ეჩვევიან საპირფარეშოში გასვლას და ამას დამოუკიდებლად სწავლობენ.
იაპონელი ბავშვები ყველაფერს ჭამენ და არ სუქდებიან
იაპონიაში მშობლები ბავშვს მთელი დღის რაციონს უწესებსნ, რომელიც მაღალ კალორიულ პორციებს შეიცავს.
ფინელ ბავშვებს ყუთებში ძინავთ
ფინელი დედები მთავრობისგან მუყაოს ყუთს იღებენ, რომელიც გამოსადეგარი აქსესუარებითაა აღჭურვილი. მასში თხელი ლეიბიც დევს, ასე რომ ის ახალდაბადებულის პირველ საწოლად იქცევა.
დანიელი ბავშვები თავიანთ საწოვარას ხეებზე კიდებენ
დანიაში, როცა ბავშვს 3 წელი შეუსრულდება, სპეციალურ ხეზე საწორავარას კიდებს. ამით სიმბოლურად ემშვიდობება მას.
სომხეთში ბავშვები მომავალ პროფესიას ადრეულ ასაკში ირჩევენ
რიტუალის მიხედვით, მშობლები რამდენიმე სათამაშოს დებენ ბავშვების წინ, როცა მათ პირველი კბილი ამოუვათ. პირველ ინტერესს რომლის მიმართაც გამოხატავენ, მშობლები იმ პროფესიის განვითარებას უპირებენ. წიგნი მეცნიერს ნიშნავს, ფული ბანკთან დაკავშირებულ საქმეს, დანა კი ექიმობას.