„სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო“-ხშირად ამართლებს. როცა უხო ქვეყანას სტუმრობ, რამდენიმე ლოკალური ტრადიციის დაცვა აუცილებელია.
რუსეთი
ლუწი რაოდენობის ყვავილის მიტანა მხოლოდ გასვენებაშია მიზანშეწონილი. საჩუქრად მხოლოდ კენტი რაოდენობის ყვავილი გაეცით.
ჩილე
არაფერი მიირთვათ თითების მეშვეობით. მანერები მათთვის განსაკუთრებულია.
სინგაპური
ჯარიმებთან იყავით ფრთხილად! აქ რაიმე სახით ქუჩის დანაგვიანება, მათ შორის ჩიტების გამოკვების მიზნით, აკრძალულია. ასევე, ჭამა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ინდოეთი
არ აკოცოთ საჯარო ადგილებში ყოფნისას. ნებისმიერმა ფიზიკურმა კონტაქტმა საპირისპირო სქესის მიმართ შესაძლოა ციხეში მოგახვედროთ.
იაპონია
„ჩაის“ დატოვება მომსახურე პერსონალისთვის აკრძალულია.
ასევე, საჯარო ადგილებში ყოფნისას ჩახუტება არ შეიძლება.
მექსიკა
ხუმრობები არ გეწყინოთ. მექსიკელებს პირად თემებზე ხუმრობა უყვართ.
უნდა გამოსცადოთ ახალი ჩვეულებები მათი კულტურიდან.
ახალი ზელანდია
არ იხუმროთ რაგბის, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და დიდი ბრიტანეთის დედოფლის შესახებ. მათთვის ეს სერიოზული თემებია.
არ გაგიკვირდეთ თუ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს დაინახავთ.
ნორვეგია
არ დასვა კითხვები ეკლესიასთან დაკავშირებით. უმეტესობა არ დადის ტაძრებში. ფორმალურად მიმართვას არ ელოდოთ, ისინი მეტად მეგობრული ერია და ხშირად პირდაპირ სახელით მოგმართავენ.
თურქეთი
ეცადეთ არ დალიოთ ბევრი. აქ სიმთვრალე სამარცხვინოა.
რესტორნებსა და ბარებში ცხვირის მოწმენდა და კბილების გაწმენდა მიუღებელია.
დიდი ბრიტანეთი
მკაცრად დაიცავით რიგი.
არ კითხოთ ადამიანებს მათი ხელფასის ოდენობა.
არ დაპატიჟოთ უცნობი ადამიანები არსად. მხოლოდ ახლო მეგობრები.
ირლანდია
არ სცადოთ ირლანდიური აქცენტით საუბარი.
არ წახვიდეთ ბარში დასალევად, თუ არ გაქვთ საშუალება სხვა ლუდზე დაპატიჟოთ.
გერმანია
ნაცისტური ჟესტები ხუმრობითაც კი დასჯადია.
არ მიაშტერდეთ ადამიანებს.
არ ეცადოთ იყოთ ზედმეტად მეგობრული.
არ მიულოცოთ დაბადების დღე ვინმეს წინა დღეს. გერმანელებს ჰგონიათ, რომ ეს ცუდი ნიშანია.