გთავაზობთ რჩევებს, რათა თავი უკეთ იგრძნოთ ფრენისას.
არ დაგავიწყდეთ კანის დატენიანება
თვითმფრინავის მშრალი ჰაერი კანს აშრობს, ამიტომაც აუცილებელია გაფრენამდე თერმული წყალი, ხელისა და სახის კანის დამატენიანებელი კრემი და ტუჩის ბალზამი. გაფრენამდე სჯობს უარი თქვათ მაკიაჟზე და ჩასვლისთვის გადაინახოთ.
უპირატესობა მიანიჭეთ ანტიოქსიდურ პროდუქტებს
თვითმფრინავში მზის რადიაციის გავლენა საკმარისად უსაფრთხო, თუმცა დიდია. პილოტები უფრო დაუცველნი არიან მისგან, ვიდრე ბირთვული ქარხნის მუშები. იმისთვის, რომ მზის მავნე გავლენა ავიცილოთ თავიდან, მწვანე ჩაის დალევას და ანტიოქსიდური პროდუქტების მიღებას გვირჩევენ. მაგალითად, სალათი ან ვაშლი.
ადრევე იზრუნეთ თმაზე
იმისთვის, რომ ფრენისას თმა ენერგიულად არ დაიმუხტოს, მასზე ზეთი წაისვით და შეიკარით.
ძილის ნიღაბი გაიკეთეთ და კისრის ბალიში გამოიყენეთ
თუ თქვენი მიზანი თვითმფრინავში დაძინებაა, მაშინ თან წაიღეთ კისრის ბალიში და ძილის ნიღაბი. პირველი კისრის დაძაბულობას მოგიხსნით, მეორე კი მოგადუნებთ. ამ მიზნისთვის ყურსასმენებიც გამოგადგებათ.
წაიხემსეთ გაფრენამდე
დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ თვითმფრინავში ჭამაზე უარი ვთქვათ, რადგანაც ფრენის პროცესში შესაძლოა ადამიანის საკვების გადამამუშავებელმა სისტემამ სრულფასოვნად ვერ იფუნქციონიროს.
თუ მანამდე ვერ მოახერხეთ გამოკვება, მაშინ თვითმფრინავში უპირატესობა მსუბუქ ცილოვან პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ, მაგალითად, თევზს ან ქათამს. არ არის რეკომენდირებული, რომ ძალიან ტკბილი ან მარილიანი საკვები მიიღოთ. ისინი ძალიან აწყურებს, წყლი ორგანიზმში ჩერდება და შეშუპებებს იწვევს.
უარი თქვით ალკოჰოლზე
ალკოჰოლური სასმელები ორგანიზმს ფიტავს. სპეციალისტები გვირჩევენ რომ უარი ვთქვათ ჩაიზე და ყავაზეც და არჩევანი ჩვეულებრივ უგაზო წყალზე შევარჩეროთ.