ბრიტანული კომპანიის Post Office-ის სპეციალისტებმა იაფი დასვენების რეიტინგი შეადგინეს. მათ ევროპის ქალაქები 2 ტურისტის ხარჯის მიხედვით გამოიკვლიეს. კრიტერიუმებს შორის იყო სასტუმროს ნომერი ორი ღამით, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისვლა, საკვებისა და გართობის ხარჯი.
შედეგად, ყველაზე იაფი დასვენება თქვენ კვიპროსის ქალაქ პაფოსში გელით. ექსპერტების გამოკვლევით, აქ უიქენდი ორ ადამიანს 160 ევრო დაუჯდება.
მეორე ადგილს 162 ევროთი ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი იკავებს, რეიტინგის მესამე ლიდერი კი ლატვიის დედაქალაქი რიგაა 173 ევროთი.
მათ მოსდევთ: ვარშავა, ბუდაპეშტი, კრაკოვი, ლისაბონი, პრაღა და ესპანეთის ქალაქი პალმა დე მაიორკა. ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი გამოდგა. ორ დღიანი მოგზაურობა აქ 637 ევრო დაგიჯდებათ.