ბევრ საქმიანობას შორის ზოგიერთი იმდენად უჩვეულოა, რომ სასაცილოდაც ჟღერს. წარმოგიდგენთ 7 ისეთ პროფესიას, რომლების არსებობაზე არც დავფიქრებულვართ.
სასრიალოების შემმოწმებელი
ლივერპულის კომპანია First Choice აკვაპარკებისთვის სხვადასხვა ფორმის ატრაქციონებს ქმნის. კომპანიის პროდუქცია მთელს მსოფლიოში იყიდება და იმისთვის, რომ კარგი რეპუტაცია ჰქონდეთ, მათი მუდმივი კონტროლი მართებთ.
მათ მიერ დაქირავებული ადამიანები მუდამ ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობენ და სასრიალოებს ამოწმებენ. უბრალოდ სრიალებენ მათზე. მათი წლიური ხელფასი 31 000 დოლარია. მოგზაურობასთან დაკავშირებულ ხარჯებს კი კომპანია ანაზღაურებს.
საპირფარეშოს გიდი
ჩინეთი-დიდი ქვეყანაა და მის მეგაპოლისებში დაკარგვა ადვილია. უხერხულია, როცა საპირფარეშოში გასვლა მოგინდებათ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ სად იპოვნოთ. აქ კი ისინი გეხმარებიან-საპირფარეშოს გიდები ბევრ ადგილას დგანან და ტუალეტამდე გზას გიკვლევენ. ეს საქმიანობა ამ ქვეყანაში ოფიციალურია.
ჩანთის ჩამწყობი
დიახ ისინი არსებობენ, განსაკუთრებით ნიუ-იორკში. მაგალითად, Resourceful Consultants გვთავაზობს სერვისს: დავიქირავოთ საბავშვო ჩანთების ჩამწყობები საზაფხულო ბანაკში გამგზავრებამდე. მშობლები მზად არიან საათში 250 დოლარი გადაიხადონ, თუ კი ბავშვს 100%-ით სწორად აღჭურვილი ჩანთა ექნება.
ცნობილი პეჩენიების წინასწარმეტყველებების ავტორები
„ყველასთვის მოიძებნება სამოთხის ნაწილი ამ ქვეყნად“-ეს და ამგვარი ფრაზები თუ სისულელედ მიგაჩნიათ, იცოდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ამისთვის უხდიან. მაგალითად, შტატებში არსებობს დაწესებულება, რომელთა სპეციალიზაციაც ათასობით ასეთი წინასწარმეტყველური ფრაზის წარმოებაა.
პარმეზანის მსმენელები
დიახ, არ მოგჩვენებიათ. ყველამ მშვენივრად იცის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პარმეზანს იტალიელებისთვის. ამიტომაც, მის მომზადებას განსაკუთრებულად უდგებიან. ქარხნებში იდეალური სმენის მქონე ადამიანებს ქირაობენ. მათი სამუშაოა მოუსმინონ ყველს ვერცხლის ჩაქუჩებით. უსმინონ და უსმინონ. 3 წლის განმავლობაში ინახავენ და რაც უფრო მწიფდება, უფრო ხმამაღალ ხმებს გამოსცემს. პროფესიონალების მიზანია, ყველის მიერ გამოცემული ხმები O sole mia-ს მელოდიას იმეორებდეს.
მგზავრების მიმწოლი
კიდევ ერთი ჩინეთისთვის დამახასიათებელი საქმიანობა მეტროს მგზავრების მიმწოლია. ჩინური მეტრო პიკის საათებში საოცრად გადატვირთულია. სპეციალისტების მიზანია, დაეხმარონ ხალხს, რომ უფრო მეტი მათგანი მოხვდეს ვაგონში. ამასთან ეს იმდენად კარგად უნდა მოახერხონ, რომ არავინ დაზიანდეს.
სასტუმროს მთვლემარე
რას აკეთებენ ადამიანები სასტუმროში? ხშირ შემთხვევაში სძინავთ. ეს ნიშნავს, რომ ძილის ხარისხი, საწოლების კომფორტულობა და ხმის იზოლაციის მდგომარეობა მომხმარებელთა დამოკიდებულებასა და სასტუმროს რეპუტაციაზე მოქმედებს.
ამიტომაც, ზოგიერთი სასტუმრო სპეციალურ ადამიანებს ქირაობს, რომელთა სამუშაოც ნომრებში ძილია, რათა ძილის ხარისხი დატესტონ.