ყოველწლიურად, მსოფლიოს უდიდესი ადამიანთა რესურსების მართვის კომპანია „მერსერი“ საუკეთესო ქალაქების სიას აქვეყნებს. მათი კვლევითი შეჯამება ყველაფერს მოიცავს, რაც ცხოვრების ხარისხის სტანდარტებს შეესაბამება.
ლონდონსა და ნიუ-იორკს ამ სიის სათავეში ვერ შეხვდებით. მსოფლიოს 450 ქალაქიდან კომპანია შემდეგ ფაქტორებს განიხილავს: პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, მედიის თავისუფლება, სამედიცინო სერვისების მდგომარეობა, განათლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტანდარტი, რეცრეაცია, კლიმატი და აშ.
კომპანიამ მხოლოდ 23 ქალაქი აარჩია.
#23 მონრეალი, კანადა
ფრანგულად მოსაუბრე ქალაქი კომერციის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ცენტრია.
#22 პერტი, ავსტრალია
დასავლეთ ავსტრალიის ქალაქი მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროების მფლობელია.
#21 ლუქსემბურგი
ევროპის პატარა ქალაქი, რომელსაც ბელგია, საფრანგეთი და გერმანია ესაზღვრება, საოცრად ჯანსაღი და მშვიდია. კრიმინალის დონე ძალიან დაბალია, ხალხი კი ყველაზე ჯანმრთელი.
#20 სტოკჰოლმი, შვედეთი
აქ მუშაობის, ცხოვრების, დაცულობისა და განვითარების საოცარი ბალანსია.
#19 ჰამბურგი, გერმანია
მედიისა და ინდუსტრიის დიდი სახლია. აქ მსოფლიოს უძველესი ბანკი ბერენბერგი მდებარეობს.
#18 ოტავა, კანადა
ეს ქალაქი კი ყველაზე განათლებულთა სიაშია. აქ უმუშევართა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
#17 ტორონტო, კანადა
ტორონტო კანადის ფინანსური დედაქალაქია. აქ 5 უდიდესი ბანკია. ის ასევე ყოველწლიურად უდიდეს ფილმთა ფესტივალს მასპინძლობს.
#16 მელბურნი, ავსტრალია
განათლების, ჯანდაცვის, კვლევებისა და განვითარების ქალაქი.
#15 ველინგტონი, ახალი ზელანდია
ეს ქალაქი კი საოცარი კლიმატით გამოირჩევა. ველინგტონი ქვეყნის პოლიტიკური ცენტრია.
#14 ბერნი, შვეიცარია
ეს ქალაქი „მერსერის“ აზრით დაცულობის თვალსაზრისით რიგით მეორეა. გამორჩეული მდიდარი აგროკულტურით, დასაქმებულთა უმრავლესობითა და ტექნოლოგიებით...
#13 ბერლინი გერმანია
ამ დედაქალაქში ცხოვრების ხარისხის იდეალური მიქსია: დასაქმების შესაძლებლობით, სახლების მაღალი სტანდარტით, პერსონალური დაცვით და რეკრეაციული აქტივობებით.
#12 ამსტერდამი, ჰოლანდია
კოსმოპოლიტური ქალაქი თანამედროვე და ურბანულ ცხოვრებას აერთიანებს.
#11 სიდნეი, ავსტრალია
ქალაქი ქვეყნის ეკონომიკის 7 %ს აწარმოებს.
#10 ბაზელი, შვეიცარია
პატარა ქალაქს ულამაზესი შემოგარენი და ძლიერი ეკონომიკა აქვს.
#9 კოპენჰაგენი, დანია
ის მსოფლიოს ერთ-ერთი უბედნიერესი ქალაქია.
#8 ჟენევა, შვეიცარია
მსოფლიოს ბევრი მდიდარი ადამიანის სამშობლო საკმაოდ განათლებული ერით გამოირჩევა.
#7 ფრანკფურტი, გერმანია
ეს კომერციული ცენტრი კი სავაჭრო ღირებულებით გამოირჩევა.
#6 დიუსელდორფი, გერმანია
დასავლეთ გერმანიის ქალაქი მოდის ინდუსტრიითა და ხელოვნების მაღალი დონითაა ცნობილი.
#5 ვანკუვერი, კანადა
ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქი. მოსახლეობის 52 % ინგლისურად არ საუბრობს.
#4 მიუნხენი, გერმანია
„მერსერის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფავორიტი.
#3 ოკლენდი, ახალი ზელანდია
ქალაქი 2 მძლავრ ნავსადგურს შორის მაღალი დონის დაცვითა და ეკონომიკითაა ცნობილი.
#2 ციურიხი, შვეიცარია
ქალაქი ეკონომიკისა და კულტურის კერაა, რომელიც რეგულარულად ხვდება კომპანიის ტოპ ქალაქებში.
#1 ვენა, ავსტრია
ეს ქალაქი სიის სათავეში 7-ჯერ მოექცა. დუნაის სანაპიროებზე მდებარე ქალაქი მდიდარი კულტურით გამოირჩევა.